სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სადამსჯელო აქტი თუ კანონის აღსრულება - როგორ აფასებენ საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლებას და რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს
15-09-2020
-
+


საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა სერგო რატიანმა ფართომასშტაბიან სადამსჯელო ღონისძიებად შეაფასა და განათლების სამინისტროს მოუწოდა განემარტა, რატომ არ ჩატარდა მიმდინარე წელს დირექტორების შესარჩევი კონკურსი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, 2014 წელს არჩეული სკოლის დირექტორების გათავისუფლების შემდეგ მათ მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი.

„ამ დღეებში მათ განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ღონისძიება სკოლის დირექტორების მიმართ. გაათავისუფლეს სკოლების ყველა ის დირექტორი, რომელიც არჩეული იყო 2014 წელს. ფაქტობრივად, წინასწარ, განზრახულად არ ჩაატარეს კონკურსი, არ დაიწყეს დირექტორის კონკურსის პროცედურა და შესაბამისად, გაათავისუფლეს ყველა და მოვალეობის შემსრულებლად დატოვეს ის დირექტორები, რომლებიც მათ მიმართ შედარებით ლოიალურად არიან განწყობილნი. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბური შეტევა სკოლაზე. აი ასე მიულოცა „ქართულმა ოცნებამ“ 15 სექტემბერი ჩვენს სკოლას“, - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ უნდა განმარტოს, თუ რატომ არ ჩატარდა მიმდინარე წელს დირექტორთა შესარჩევი კონკურსი.

„ყველამ იცის, რომ ჩატარდა ეროვნული გამოცდები, ჩატარდა სხვა კონკურსები და არ ჩატარებულა სკოლის დირექტორის კონკურსი. ჩვენ ვითხოვთ, რომ განათლების სამინისტრომ გააკეთოს განმარტება, თუ რატომ არ დაიწყო წელს ზაფხულში კონკურსის პროცედურა და სასწრაფოდ დაიწყოს ეს პროცედურა. ეს დირექტორები უნდა დააბრუნონ სკოლაში, დანიშნონ მოვალეობის შემსრულებლად და პარალელურად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ კონკურსი“, - განაცხადა რატიანმა.

რატიანის განცხადებას საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  „საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა“.

მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა დირექტორს, რომელიც ვადის ამოწურვის შემდგომ თანამდებობიდან გათავისუფლდა საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს.

„კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული დირექტორების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ხდება. მსგავსი პროცესი ყოველწლიურად ხორციელდება, როდესაც სხვადასხვა დროს არჩეულ ან დანიშნულ დირექტორებს შრომითი ხელშეკრულების ვადა ეწურებათ. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, გათავისუფლებული ყველა დირექტორი რჩება განათლების სისტემაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად ან აგრძელებს საქმიანობას მასწავლებლის ან სხვა პოზიციაზე. ასევე, ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

ცნობისთვის, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლდნენ საჯარო სკოლის ის დირექტორები, რომლებსაც ვადა ამოეწურათ. მათი ნაწილი ახლა მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ნაწილი კი საერთოდ გაათავისუფლეს სკოლიდან.

აქვე შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია თებერვალში გამოცხადდა, გამოცდა კი მარტში უნდა ჩატარებულიყო თუმცა  პანდემიის გამოცხადების შემდგომ გამოცდა 2-ჯერ გადაიდო. ამასტან, კონკურსის  ჩატარების შესახებ ბოლო ინფორმაცია ივნისის თვეში გავიგეთ, როცა ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა, რომ კონკურსის ჩატარების ვადები უახლოეს პერიოდში უნდა გამხდარიყო ცნობილი. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია.

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2 300-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

განცხადებების მიღება 14 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი - იხილეთ დეტალური ინფორმაცია

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს

სკოლაში ხარობენ ვაჟთა გუნდის წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ
 
„ზამბახებით სიონში ვესტუმრეთ ჩვენს პატრიარქს და ჩვენ ეზოში დაკრეფილი ზამბახები მივართვით“
 

მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაციები ფინანსური განათლების მნიშვნელობის შესახებ

კლუბის შეხვედრას ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ტუშური

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება