სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„I-IV კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“
14-09-2020
-
+


„სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა იმისთვის, რომ ყველას სკოლას დაეკმაყოფილებინა ის სტანდარტი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვთავაზობს“, - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მიზეზი იყო ეპიდემიური ვითარება და რისკი რომელიც შესაძლოა საკლასო ოთახში სწავლის განახლებას გამოეწვია და არა ის, რომ რომ სკოლები მზად არ იყო სასწავლო პროცესის დასაწყებად.

„ძალიან ბევრ განსხვავებულ აზრს ვისმენთ, რომ განათლების სამინისტრო არ იყო მზად სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაეწყო, მაგრამ ესე ნამდვილად არ არის. როდესაც არის ჰიგიენა-სანიტარიაზე საუბარი, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ სპეციალური პროტოკოლი, სადაც გაწერილია თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სკოლა, იმისთვის, რომ სასწავლო წელი დაიწყოს. ამასთან, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა იმისთვის, რომ ყველას სკოლას დაეკმაყოფილებინა ის სტანდარტი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვთავაზობს.

დღეს შეგვიძლია ნებისმიერი სკოლის კარები შევაღოთ და ვნახავთ, რომ ყველა ის წესი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მოითხოვს დაცულია. იქნება ეს ჰიგიენა-სანიტარიის კუთხით,  თუ სხვა. რა თქმა უნდა, მე გამიჭირდება ვთქვა, რომ ასივე პროცენტი სკოლების იდეალურ მდგომარეობაშია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქიდან 80 პროცენტი მაინც აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. ყველა სკოლა ეტაპობრივად გაკონტროლდება“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე თქმით, კერძო და საჯარო სკოლებით ერთი და იგივე პროტოკოლი არსებობს, რომელიც მოიაზრებს, როგორც დეზობარიერის არსებობას, დისტანციის დაცვას ისე თერმოსტკრინინგს და სხვა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ პირველკლასელებმა სკოლაში იარონ. მისი თქმით, სამინისტრო იაზრებს ამ პრობლემას და აღნიშნავს, რომ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა 1 ოქტომბერს საკლასო ოთახიდან გააგრძელონ სასწავლო პროცესი აუცილებელია ყველა წესი დაიცვან.

„გულწრფელი მოლოდინი გვქონდა, რომ 15 სექტემბერს სკოლის კარებს გავხსნიდით და ყველა მოსწავლე წავიდოდა სკოლაში. გაზაფხულზე, როდესაც პანდემია დაიწყო და ჩვენ დისტანციურ სწავლაზე გადავედით, თუნდაც პირველ, მეორე მესამე მეოთხე კლასებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ აღექვათ რა არის საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარება, რა არის სკოლა და რას წარმოადგენს. ეხლა კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან და აბსოლუტურად ვიზიარებთ, ეს არის ძალიან მტკივნეული, და ჩვენც ძალიან სერიოზულად განვიცდით ამ პროცესებს.

მუშაობენ განათლების სპეციალისტები, ბავშვთა ფსიქოლოგები, რომლებსაც კარგად აქვთ გააზრებული ბავშვის განვითარების ეტაპები და პირველ რიგში ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების ინტეგრაცია მოხდეს სოციუმში, საკლასო ოთახში, ათასნაირი უნარი უნდა შეიძინონ ამ მოსწავლეებმა.

იმისთვის, რომ ჩვენი შვილები 1-ელ ოქტომბერს წავიდნენ სკოლაში განათლების სამინისტროს თხოვნა დავიცვათ წესები, და ასევე ჩვენი რეკომენდაციაა და მუდმივად რაზეც ვსაუბრობდით, თუ სკოლა დისტანციური სწავლებაზე გადავა, შერეულ პრინციპზე, მაინც სავალდებულოდ იყო განსაზღვრული I-IV ჩათვლით კლასის მოსწავლეების სკოლაში სიარული, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამას ჩვენც ხაზსს ვუსვამთ“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება