სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოგვწერე etaloni.ge-ს“ - აქტუალური და საინტერესო მოსაზრებების ჰაბი
18-09-2020
-
+


Etaloni.ge გთავაზობთ ახალ მოდულს, რომელიც ყველაზე მარტივი გზაა ჩვენთან დასაკავშირებლად - თქვენი საზოგადოებრივად საინტერესო მოსაზრებების, კითხვებისა თუ აქტუალური საკითხების წარმოსაჩენად. 

ყოველდღიურად Etaloni.ge ასი ათასობით მკითხველს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ახალ ამბებს ოპერატიულად და ობიექტურად აწვდის. ჩვენი სარედაქციო გუნდი ასევე მუდმივ რეჟიმში მუშაობს საგანმანათლებლო სფეროს აქტუალურ, მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვადევნებთ თვალს თქვენ შეკითხვებსა და მოსაზრებებს, რომელთაც სოციალური ქსელების, ელ. ფოსტისა თუ ვებ-გვერდის საშუალებით გვიზიარებთ - მათი რაოდენობა კი უკვე დღეში რამდენიმე ასეულს აჭარბებს. ზოგიერთი მათგანი პირად ინფორმაციასა თუ საჭიროებას ეხება, ზოგი კი - საზოგადოებრივად საინტერესო საკითხებს. 

სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ გამიჯვნა - უფრო ოპერატიული და კომფორტული უკუკავშირის უზრუნველსაყოფად თქვენი მოსაზრებების, თემების თუ საზოგადოებრივად აქტუალური კითხვების ორგანიზებულად მისაღებად სპეციალური მოდული შევიმუშავეთ. 

„მოგვწერე etaloni.ge-ს“ საშუალებით თქვენგან მოწოდებულ ინფორმაციას ჩვენი გუნდი მყისიერად მიიღებს და შეძლებს მალევე გააშუქოს თქვენთვის და საზოგადოებისთვის საჭირო და აქტუალური - საგანმანათლებლო სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაცია.
 
თუ გაქვთ შეკითხვა ან წინადადება, უნდა ეწვიოთ ამ ბმულს

პატივისცემით, Etaloni.ge-ს გუნდი.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება