სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩაუტარდებათ თუ არა ტრენინგები სპეციალურ მასწავლებლებს წინასაგამოცდოდ? - მასწავლებლის სახლის პასუხი
13-10-2020
-
+


სპეციალურ მასწავლებლებს გამოცდა შემოდგომაზე ჩაუტარდებათ. ისინი კომპეტენციას პროფესიული უნარების გამოცდით დაადასტურებენ. პროგრამა უკვე გამოქვეყნებულია. ამ მიმართულებით გამოცდა წელს პირველად ტარდება. გადაამზადებს თუ არა მასწავლებლის სახლი სპეციალურ მასწავლებლებს და ჩაუტარდებათ თუ არა მათ წინასაგამოცდოდ ტრენინგები? etaloni.ge ამ საკითხის გასარკვევად მასწავლებლის სახლს დაუკავშირდა:  

„მასწავლებლის სახლი საგამოცდოდ ტრენინგების ჩატარებას არ აპირებს. ზოგადად, პერიოდულად აქვთ ხოლმე სპეციალურ მასწავლებლებს ტრენინგები, თუმცა ამ ეტაპისთვის, კონკრეტულად გამოცდისთვის მსგავსი რამ არ არის დაგეგმილი. აქამდე, ყოველწლიურად, მიზანმიმართული კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე უტარდებოდათ ხოლმე ტრენინგები სპეცმასწავლებლებს, მაგრამ უშუალოდ გამოცდისთვის მსგავსი რამ არის დაგეგმილი“,-განმარტავს მასწავლებლის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს პირველად, სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. შესაბამისად, კარიერული წინსვლისთვის პრაქტიკოსის გზის გავლა მოუწევთ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება