სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სკოლები COVID-19-ის ეპოქაში - როგორ უბრუნდებიან მოსწავლეები მერხებს
08-09-2020
-
+


COVID-19-თან დაკავშირებული საკარანტინო შეზღუდვების და საზაფხულო არდადეგების შემდეგ მთელი მსოფლიოს სკოლები იხსნება. ბავშვები კლასებს უბრუნდებიან, სკოლები კი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომებს იღებენ. 

იტალიის ქალაქ ტურინში საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები გაკვეთილზე პირბადეებით სხედან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სასწავლო წელი ოფიციალურად 14 სექტემბერს დაიწყება, სკოლები ადრე იხსნება, იმისთვის რომ გაკვეთილები ჩაუტარონ იმ მოსწავლეებს, რომლებიც პანდემიის გამო პროგრამას ჩამორჩნენ. 



დაწყებითი სკოლის მოსწავლეები მერხებთან, სოციალური დისტანციის დაცვით პირბადეებით სხედან. სარაევო (ბოსნია და ჰერცეგოვინა). 1 სექტემბერი.



მასწავლებლები მოსწავლეების მისაღებად კლასს ამზადებენ. სკოპიე (მაკედონია) 1 სექტემბერი. მთავრობამ, COVID-19-ით გამოწვეული ვითარების გამო, სასწავლო წლის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადადო. მსჯერლობა, იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი, გრძელდება. 



რაინლანდ-პფალცი 18 აგვისტო 2020 წელი. ექვსი წლის ტილდა სკოლაში წასვლამდე პირბადეს ისწორებს. გერმანიის სკოლები აგვისტოში გაიხსნა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მაჩვენებელი 20 წელზე უმცროს ბავშვებში სტაბილური რჩება.



ნიცაში (საფრანგეთი), ანრი მატისის კოლეჯის მოსწავლეები. მასწავლებლებმა და 11-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა პირბადეები უნდა ატარონ როგორ შენობებში, ისე ქუჩაში. 



ავღანელი მოსწავლეები გაკვეთილზე ქალაქ ჰერათში. ავღანეთში სკოლები 22 აგვისტოს გაიხსნა, მოსწავლეებს პირბადის ტარების ვალდებულება აქვთ. საკლასო ოთახებში ჩვეულზე ორჯერ ნაკლები ადამიანია. გაკვეთილები კი ორ ცვლაში მიმდინარეობს. 

მასწავლებლები და მოსწავლეები ღია ცის ქვეშ სწავლობენ. ქაშმირი. 



კლასის დეზინფექცია სანა, იემენი.



                                                                                            ფოტო: Hani Mohammed / AP

დეზინფექცია ულტრაიისფერი სხივებით უჰანის(ჩინეთი) ერთ-ერთი სკოლის შენობაში. 


                                                                                                                    ფოტო: AFP


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჭიათურის N2 საჯარო სკოლისთვის „ჭიათურობაში“ მონაწილეობა მრავალწლიანი ტრადიცია“

მათი მიზანი იყო შეგროვებული თანხით სკოლისთვის შეეძინათ საჭირო სასკოლო ნივთები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ახარებთ ეკოინიციატივა
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება