| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის 13-მა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სტუდენტი გახდა.
სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
„2019-2020 სასწავლო წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლის საშუალო საფეხური დაამთავრა 20-მა მოსწავლემ. მათგან 13-მა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი. 6 კურსდამთავრებული (მარიამ გვალია, მარიამ კობახიძე, მარიამ ნებიერიძე, ბელა სამანიშვილი, მარიამ სამხარაძე და გიორგი კვანტიძე) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, 5 კურსდამთავრებული (ცოტნე ნებიერიძე, ვახტანგ კობახიძე, გიორგი ნებიერიძე, ნიკა ნებიერიძე და დავით ხვედელიძე) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, 1 (მაგდა ნებიერიძე) - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ხოლო 1 კურსდამთავრებული (ქეთევან კობახიძე) კი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მათგან მარიამ გვალიამ და მარიამ ნებიერიძემ მოიპოვეს 50%-იანი გრანტი.
ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლა ამ ნიჭიერ, მიზანდასახულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს ულოცავს სტუდენტობას და უსურვებს მათ კიდევ მრავალ წარმატებას. მათი შრომა და განათლება სასიკეთოდ მოხმარებოდეს ჩვენს ქვეყანას“,-ნათქვამია სკოლის წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“