სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

''რა აზრი ექნება სწავლას, თუ ჩემი ცოდნის რეალიზება ვერ მოვახერხე'' - ინტერვიუ კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტ ანა ჯოჯუასთან
05-10-2016
-
+


ანა ჯოჯუა  კავკასიის ბიზნეს სკოლის მეორე კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტში სწავლების მაღალი დონიდან გამომდინარე, საკმაოდ დაკავებული სტუდენტია.

„კავკასიის ბიზნეს სკოლა გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით. ყოველთვის მაქსიმალურთან მიახლოებულს ითხოვენ. ბევრს გვთხოვენ და შესაბამისად სულ დაკავებული ვარ. საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი ქულათა ზღვარი (საგნის ჩაბარების მხრივ) სწორედ ამ უნივერსიტეტმა მიიღო.“ - აღნიშნავს ანა.

რა მოლოდინი გქონდა, როცა ამ უნივერსიტეტში აბარებდი და გაგიმართლდა, თუ არა ეს მოლოდინი?

ყველა უნივერსიტეტს აქვს რაღაც დადებითი და ნაკლი. თუმცა კავკასიის ბიზნეს სკოლისგან იმაზე მეტი განათლება მივიღე ვიდრე ველოდი. მართალია, მეორე კურსზე ვარ, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველა საგანს ერთნაირი ყურადღება ექცევა. გვასწავლიან ძალიან კარგი ლექტორები.

ეწყობა, თუ არა უნივერსიტეტში ღონისძიებები და რამდენად ჩართული ხართ მასში? 

უნივერსიტეტში ხშირად არის სხვა და სხვა ღონისძიებები. მათ შორის გამოვარჩევ ‘’WELCOME  PARTYS’’, რომელიც ყოველ წელიწადს პირველ კურსელი სტუდენტებისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ინიციატივით, ტარდება. აგრეთვე, უნივერსიტეტში გვყავს თეატრალური დასი. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სხვა და სხვა სახის და საკმაოდ საინტერესო სპექტაკლებს დგამენ. ამ დასში მართლაც ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია. ხშირად ვერ ვესწრები ღონისძიებებს, რადგან ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ ასე, თუ ისე მაინც ვახერხებ უნივერსიტეტის აქტივობებში ჩავერთო. 

სწავლასთან ერთად თუ მუშაობ?  

არა ჯერ არ ვმუშაობ,  მაგრამ ვეძებ სამსახურს. ერთ-ერთ კომპანიაში ამიყვანეს კიდეც, მაგრამ მეორე კურსის სტუდენტი რომ ვარ, ცოტა რთული გრაფიკი მაქვს და ამიტომ უარის თქმა მომიხდა. ჩემი ფაკულტეტის სტუდენტები, ზოგიერთები ახერხებენ მუშაობას ნახევარ განაკვეთზე. ან თუ ლექციებს შორის დიდი შუალედი აქვთ. თუმცა ამ ეტაპზე მე ამას ვერ ვახერხებ.

რამდენად უწყობს ხელს უნივერსიტეტი სტუდენტის დასაქმებას?

მესამე კურსიდან ჩემი უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ იმუშაონ. უნივერსიტეტი მეილით გვაწვდის სხვადასხვა ვაკანსიისა ან გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაციას. საქართველოში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა უმუშევარი, ხოლო უნივერსიტეტის ხელშეწყობა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.

კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტის, ანა ჯოჯუას თქმით, ყოველგვარი ღონისძიება, აქტივობა კარგია, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ყველა უნივერსიტეტი ზრუნავდეს სტუდენტების მომავალზე, მის დასაქმებაზე.

„თუკი უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს სტუდენტებს და ამასთანავე, კომპანიებიც დაეხმარებიან უნივერიტეტებს სამუშაო ადგილებით, მაშინ ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა, ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად მოგვარდება. რა აზრი ექნება სწავლას, თუ ჩემი ცოდნის რეალიზება ვერ მოვახერხე.“ -  აღნიშნავს ანა ჯოჯუა.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება