სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩამოეჭრება თუ ბავშვთა 200-ლარიან დახმარებას საშემოსავლო და მიიღებენ თუ არა მას ბანკში „გაშავებული“ მშობლები
18-08-2020
-
+


კითხვები 0-დან 18 წლამდე პირთა 200-ლარიანი დახმარების გაცემის შესახებ კვლავ აქტუალურია და Etaloni.ge ამჯერად ორ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას:

1.დაიქვითება თუ არა 200-ლარიანი სუბსიდიის საშემოსავლო?

2.აიღებენ თუ არა დახმარებას ის მშობლები, ვინც ბანკშია „გაშავებული“?

პირველ შემთვევაში, პასუხი მარტივია - სოციალური დახმარება არ დაიქვითება და შესაბამისად, ოჯახები 200 ლარის სრულად აღებას შეძლებენ;

ხოლო რაც შეეხება მეორე და ბევრად მნიშვნელოვან საკითხს, მთავრობის დადგენილება N505-ში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, და რომლის მიხედვითაც ოფიციალურად განისაზღვრა 0-დან 17 წლის ჩათვლით პირთა 200-ლარიანი დახმარება, ვკითხულობთ:

„ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი არ ექვემდებარება ყადაღას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.

აქედან გამომდინარე, ის პირები, ვისაც ბანკებთან არცთუ მეგობრული ურთიერთობები აქვთ, ბავშვთა 200-ლარიანი დახმარების მიღებას მაინც შეძლებენ, მიუხედავად იმისა, ე.წ.  შავ სიაში არიან თუ არა.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება