სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები გაკვეთილებს პირბადით ჩაატარებენ?!
13-08-2020
-
+


მას შემდეგ, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ სასწავლო წელი ჩვეულებრივ - 15 სექტემბერს დაიწყება და გაკვეთილებიც საკლასო ოთახებში ჩატარდება, ბუნებრივია, უკვე აქტიურად დაიწყო საუბრები იმაზე, პანდემიის ფონზე, რა პრინციპით აღდგება სასწავლო წელი და რა რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ სკოლებს; მით უმეტეს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა - ამირან გამყრელიძემ უკვე აღნიშნა, რომ ერთ ოთახში ოცი ბავშვი ვერ იჯდება, რაც ავტომატურად, ნიშნავს - საჯარო სკოლებს დღის წესრიგში ბევრი ცვლილების შეტანა მოუწევთ და მასწავლებლებიც, ვალდებულნი იქნებიან, გარკვეულ წესებს დაემორჩილონ.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტრუქტურები ჯერ კომენტარს არ თუ ვერ აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რა წესების დაცვა მოუწევს პედაგოგიურ საზოგადოებას, არსებული რეალობიდან თუ დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული პროგნოზების გაკეთება უკვე შეგვიძლია და ერთ-ერთი მათგანი - დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაა.

ამ მოცემულობით, მასწავლებელი ვალდებული იქნება, გაკვეთილის მიმდინარეობისას, პირბადე ეკეთოს, შესაბამისად, ახალი მასალის ახსნა თუ მოსწავლეების გამოკითხვაც ამ ატრიბუტით მოუწევს და უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პრობლემებს თავისთავად შექმნის. პირბადე ხმასაც ახშობს და პედაგოგებს მოსწავლეების მობილიზებაც საკმაოდ გაუჭირდებათ.

შესაბამისად, ჯანდაცვისა და განათლების სტრუქტურებს კიდევ ერთხელ მოუწევთ, ზედმიწევნით გააანალიზონ პრევენციული ღონისძიებების თავისებურებები და რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი - დაახლოებით ერთ თვეში, როგორც თავადვე გვითხრეს, სასწავლო პროცესი იწყება და დღემდე რომ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, ეს, როგორც მინიმუმ, უხერხულია. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება