TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მინდა სკოლის კედლებში კვლავინდებურად ისმოდეს ბავშვების ჟრიამული“ - დირექტორების სასექტემბრო მოლოდინები
06-08-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ, რომ იყოს ახალი სასწავლო წელი.

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჭილაია:

„სასექტემბრო მოლოდინი და ჩემი დიდი სურვილია, 15 სექტემბერს შევხვდე  საკლასო ოთახში ბავშვებთან ერთად. დისტანციურად ვმუშაობდით საკმაოდ წარმატებულად, მე თვითონ 2 კლასს ვასწავლიდი, სულ მქონდა განცდა ბავშვებისთვის რამე არ დამეკლო, აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, სკოლაში ვივლით კვლავინდებურად, რადგან ცოცხალ გარემოში მუშაობა სულ სხვაა, ჩემთვის დამატებითი სასიხარულოა ის, რომ ჩემი შვილიშვილი წელს შედის სკოლაში და კარგი იქნება, სკოლის კედლებში მოუწიოს სწავლა. ბოლოს მაინც მთავარია ჯანმრთელობაა და  სიცოცხლე, დიდი იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ხორხელის საჯარო სკოლის წარმომადგენელი გიული ბერიძე:

„სასექტემბროდ დიდი მოლოდინი და სურვილია ჩემი, სკოლის კედლებში კვლავინდებურად ისმოდეს ბავშვების ჟრიამული, დაიწყოს სწავლა ჩვეულ რეჟიმში და გახალისდეს სკოლა“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი თამილა მეგრელი:

„მოლოდინი კარგი მაქვს, რადგან სასწავლო წელი ისევ საკლასო ოთახებში განახლდება, ძალიან მოხარული ვარ, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები ისევ სკოლის კედლებში შეხვდებიან ერთმანეთს, დისტანციური სწავლებაც კარგი იყო, მაგრამ უშუალო კონტაქტი მოსწავლესა და პედაგოგს შორის უფრო ნაყოფიერია.

ზოგადად, ყველაფრისთვის მზადაა ჩვენი სკოლა, ეს იქნება დისტანციურად განაწილება მოსწავლეების, ჰიგიენური ზომები, სადეზინფექციო საშუალებები თუ სხვა“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩქუმის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე დავითულიანი:

„დიდი სურვილი და მოლოდინი მაქვს, რომ საკლასო ოთახში შევხვდებით ისევ ბავშვებს, იმედია, რომ ასეც იქნება, სკოლას რაც შეეხება, მოწესრიგებული გარემო გვექნება, ინფრასტრუქტურაც კარგი გვაქვს, რომ ბავშვები დაცულნი იყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული იქნება ჩვენი სკოლისათვის“.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოჩხეთის საჯარო სკოლის დირექტორი ქიშვარდი გოჩელაშვილი:

„კარგი იქნება, რომ სასწავლო წელს განვაახლებთ ისევ სკოლის კედლებში, დისტანციური სწავლება არ გაგვიჭირდა, თუმცა ცოტა რთული იყო ამ მხრივ ბავშვებთან ურთიერთობა, ზოგს მშობელი სახლში არ ჰყავს და მეთვალყურეობა ამ დროს სხვანაირად სჭირდება მოსწავლეს, მთავარია, სკოლაში შევძლოთ სიარული, დისტანციის დაცვაც არ გაგვიჭირდება მოსწავლეებს შორის, თუ საჭირო გახდება.

ასევე ვიტყვი, რომ ახალ სასწავლო წელს რაიმე ახლით უნდა შევხვდეთ, ამიტომ ბავშვებს მზად დახვდებათ სკოლა ჰიგიენური წესების დაცვით, ასევე საკლასო ოთახს კოსმეტიკურად ვულამაზებთ, ეზოსაც ვალამაზებთ, ვცდილობთ, რომ ახალ სასწავლო წელს ახლებურად, მიმზიდველად და კარგად შევხვდეთ“.

მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება