სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მწვრთნელი მკაცრი უნდა იყოს, თუმცა ზედმეტად ხისტი მიდგომებით მოტივაცია არ უნდა დაუკარგოს ახალგაზრდებს“
11-08-2020
-
+


წლებია მისი ცხოვრება ფრენბურთს უკავშირდება. ერთ დროს სახელოვან და პერსპექტიულ სპორტსმენს ცაგერიდან - თემურ ჭაბუკიანს ალბათ ნაკლებად წარმოედგინა, რომ სპორტში უკვე მწვრთნელად დარჩენილი, ამდენ წარმატებას უმოკლეს დროში მიაღწევდა და ცაგერის ფრენბურთის გუნდი, ზედიზედ ორჯერ, საქართველოს ჩემიონი გახდებოდა. თუმცა, როგორც Etaloni.ge- ინტერვიუს დროს თემურ ჭაბუკიანმა გაუმხილა, მიღწეული შედეგებით დაკმაყოფილებას ნამდვილად არ აპირებს, სურს და ამის დიდი იმედიც აქვს, რომ გუნდს საერთშორისო ასპარეზზე გაიყვანს. თუმცა მანამდე იმას ელის, როდის დაუბრუნდებიან აქტიურ სპორტულ ცხოვრებას, აღიდგენენ ჩვეულ ფორმას და საქართველოს ჩემპიონის ტიტულსაც კიდევ არაერთხელ მოიპოვებენ.

რატომ გადაწყვიტა ფრენბურთის გუნდის მწვრთნელობა და რამდენად მნიშვნელოვანია ყოველმხრივ ხელშეწყობა, რათა ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ სპორტით დაკავებულები, Etaloni ge- ცაგერის ფრენბურთის გუნდის მწვრთნელი, თემურ ჭაბუკიანი ესაუბრება.

- წლები ვთამაშობდი ფრენბურთს... ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახეობა და სწორედ ამიტომ, როდესაც აქტიური სპორტული კარიერა დავასრულე, მწვრთნელად დავრჩი. ორი წელია ცაგერის კლუბის მწვრთნელი ვარ და ორი წელია, ვართ საქართველოს ჩემპიონები.

- ალბათ, ასეთი შედეგები ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციაა, დაკავდნენ სპორტით და აირჩიონ ცხოვრების ჯანსაღი წესი.

- ფრენბურთი ძალიან პოპულარულია ევროპაში, მსოფლიოში, ოლიმპიური სახეობაა და როგორც კლასიკურ, ისე პლაჟის ფრენბურთზე დიდი მოთხოვნაა საქართველოშიც... მას შემდეგ, რაც საქართველოს ჩემპიონები გავხდით, ბევრი ახალგაზრდა ნამდვილად დაინტერესდა - წარმოიდგინეთ, სანამ პანდემია დაიწყებოდა, 75 ბავშვი იყო ჩვენთან დარეგისტრირებული.

- რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა, მით უმეტეს, ხშირად გვესმის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი?

- ადგილობრივი  მუნიციპალიტეტი ცაგერის კლუბის სპონსორია, ყველანაირად გვიდგას მხარში. წარმოიდგინეთ, წლების განმავლობაში, ლეჩხუმში სავარჯიშო დარბაზიც არ იყო, ახლა კი დარბაზი აგვიშენეს.

- ბავშვებს თუ აქვთ შესაძლებლობა და ხელშეწყობა, მიყვნენ სპორტს?

- შესაძლებლობაც არის და ბევრი ახალგაზრდა მონდომებულია, დაკავდეს სპორტით. მართალია, ყველა დიდი სპორტსმენი ვერ გამოვა, თუმცა არიან ისეთები, ვინც უდავოდ ითამაშებს და ამ გზას გაჰყვება. გვყავს პერსპექტიული ბავშვები, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, მწვრთნელებიც მაქსიმალურად ვართ ჩართულები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც ყურადღებას არ გვაკლებს.

- როგორი მწვრთნელი ხართ?

- მწვრთნელი  მკაცრი უნდა იყო და მომთხოვნიც, თუმცა უნდა ეცადოს, ზედმეტად ხისტი მიდგომებით მოტივაცია არ დაუკარგოს ახალგაზრდებს.

- რატომ მაინცდამაინც ფრენბურთი, ბატონო თემურ?

- ფრენბურთი იმიტომ ავირჩიე, რომ ჩვენთან, ლეჩხუმში,  სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარული იყო... წლების განმავლობაში ვთამაშობდი ლეჩხუმის სახელით, სხვა კლუბებშიც გამოვდიოდი - თბილისში, ბათუმში... და როდესაც დავასრულე აქტიურ სპორტში მოღვაწეობა,  მწვრთნელობა გადავწყვიტე.

- კმაყოფილი ხართ საკუთარი გადაწყვეტილებით?

- რა თქმა უნდა, ეს სწორი არჩევანი იყო...

- და როგორც მწვრთნელის, თქვენი პროგრამა-მაქსიმუმი რა არის?

- ჩვენ ვართ საქართველოს ჩემპიონები და გვინდა, ევროტურნირებზეც მივიღოთ მონაწილეობა, რისთვისაც სახსრებია საჭირო, თუმცა მუნიციპალიტეტი შეგვპირდა, რომ ხელს შეგვიწყობენ და იმედია, მართლაც გავალთ საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩემს გუნდს კი ვუსურვებ ყოველივეს საუკეთესოს - იბრძოლონ, რათა გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, ახალგაზრდებს კი, რომლებმაც ცაგერის კლუბში უნდა განაგრძონ თამაში, ვუსურვებ, ამ საქმეს ღირსეულად გაართვან თავი. რეალურად, მოთამაშეები სხვადასხვა რეგიონიდან იმიტომ გვყავს დამატებული, რომ დარბაზი არ გვქონდა და ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა სპორტსმენების აღზრდა. დღეს ეს ფაქტორი ხელშემშლელი აღარ არის - გვაქვს ძალიან კარგი სპორტის სასახლე, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტებს და როგორც კი თანხმობას მოგვცემენ, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, აქტიურ  ვარჯიშსაც შევუდგებით.  


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება