TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა აღადგინონ ბაგა-ბაღებმა მუშაობა - შრომის ინსპექციის რეკომენდაციები ცნობილია
04-08-2020
-
+


სასკოლო დაწესებულებებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გარკვეული ვარაუდები უკვე არსებობს და მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით, კონკრეტული გეგმა თუ რეკომენდაციები გაწერილი არ არის, სკოლები ე.წ. სწავლების შერეული სისტემაზე გადასაწყობად ემზადებიან.

ბაგა-ბაღებში კი ამ მხრივ დიდი გაურკვევლობაა, არავინ იცის, როგორ განახლდება სააღმზრდელო პროცესი და რა რეკომენდაციები გაიცემა ბავშვების უსაფრთხოებისთვის.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაცია იმ რეგულაციებზე, რომელიც პროტოკოლში გაიწერება: „რაღაც მონახაზი შემუშავებული გვაქვს და გადაგზავნილია კერძო ბაღების წარმომადგენლებთან. ვგეგმავთ 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას, მაგრამ მათ არ აწყობთ ეს ვარიანტი და გვთავაზობენ 2 კვ.მ-ზე ერთი ბავშვის დაშვებას. არ ვიცი, ეს რამდენად მიზანშეწონილი, ამიტომ აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ეპიდემიოლოგებთან“.

როგორც ირკვევა, აუცილებელი პირობა იქნება ბავშვების, მშობლებისა და მომსახურე პერსონალის თერმოსკრინინგი, ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში კი გაწერილია პროცედურები, როგორ მოიქცნენ და გარდა ამისა, „ჯგუფები ისე უნდა დაკომპლექტდეს, ბავშვების მიყვანის დროს ნაკადები არ შეხვდნენ ერთმანეთს. გარეთ გასეირნების დროსაც ისე უნდა დაყონ ბავშვები, ერთი ჯგუფი როდესაც დაასრულებს გასეირნებას, მეორე  გავიდეს.

დეზინფექციაც აუცილებელია. ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომელიც დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარით. ესაა ძირითადი რეკომენდაციები, თუმცა ჯერ გვაქვს სამუშაო ვერსია, ვმუშაობთ როგორც ჩვენ, ასევე ბაღების წარმომადგენლები, ჩართულები იქნებიან ეპიდემიოლოგებიც“, - განაცხადა ქეთევან დარცმელიამ.

თუმცა ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ცოტა ფანტასტიკის სფეროს უტოლდება, განსაკუთრებით საჯარო ბაგა-ბაღების შემთხვევაში - როდესაც ჯგუფში 30 აღსაზრდელია, რა ფართობის ოთახში უნდა მოათავსონ ისინი, რომ ეს ცნობილი რეკომენდაცია - 5კმ.მ-ზე 1 ბავშვი - ზედმიწევნით შესრულდეს?

ასე, რომ ბაღების შემთხვევაშიც უკვე გაჩნდა კითხვები, რომლებზეც, იმედია, კომპეტენტურ პასუხებს მივიღებთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება