სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი მაისის სკოლას ოქროსმედალოსანი ჰყავს - ბლიც-ინტერვიუ წარჩინებულ მოსწავლე ირაკლი კვიკვინიასთან
03-08-2020
-
+


ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლას წელს ერთი მედალოსანი ჰყავს. საშუალო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის ოქროს მედალს ირაკლი კვიკვინია მიიღებს.

სკოლის დირექტორი - კობა კვიკვინია იხსენებს: „პატარა იყო ირაკლი, როცა საჭადრაკო დაფასთან მოფიქრალი ვნახე და ვინატრე - ნეტა, ჩემი შვილი იყოს ასე გონიერი-მეთქი. მერე მოხდა ისე, რომ ორი წლის განმავლობაში მათემატიკას ვასწავლიდი და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ირაკლი ლიდერი იყო, ცოდნაც ჰქონდა და პასუხისმგებლობის გრძნობაც!"

მენტორი მასწავლებელი -  ნინელი (მზია) ხუხია: „ქართულ ენასა და ლიტერატურაში რამდენიმე მოსწავლესთან ერთად ირაკლი გამორჩეული იყო. განსაკუთრებულად აღსანიშნავია მასში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი. წლების განმავლობაში იგი იცავდა სკოლის ინტელექტუალთა გუნდების „ედემისა“ და „ნოეს კიდობანის“ ღირსებას რესპუბლიკურ კონკურსზე „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“.  მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისიც, რომ თემების წერისას კონკურსისთვის ნასწავლ საკითხებს ძალიან გონივრულად  იყენებდა“.

ირაკლის დამრიგებელი - გრიშა ხიმშიაშვილი: „ყველანაირად მოწესრიგებული პიროვნებაა ირაკლი. არ მახსენდება მისი მხრიდან სერიოზული გადაცდომები ქცევაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საგანში იყო ლიდერი, არასდროს დაუკარგავს გუნდურობის გრძნობა, იყო თანამშრომლობითი როგორც თანაკლასელებთან, ისე უფროსებთან ურთიერთობაში. უყვარს სპორტის სათამაშო სახეობები და არაერთხელ დაუცავს სკოლის და ხობის მუნიციპალიტეტის ღირსება რეგიონულ ჩემპიონატებზე“.

გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ირაკლი კვიკვინიასთან:

- ირაკლი, გილოცავ საშუალო საფეხურის ოქროს მედალზე დასრულებას...

- გმადლობთ!

- გაგიძნელდა?!

- არც ისე! თუ მიზანი რეალურია, მაშინ ის აუცილებლად შესრულდება!

- საყვარელი საგანი სკოლაში...

- მათემატიკა...

- სავარაუდო პროფესია...

- ბიზნეს-ადმინისტრირება...

- საყვარელი წიგნი...

- სტენდალი - „წითელი და შავი“...

- საყვარელი ფილმი...

- თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე“...

- კლასგარეშე ლიტერატურას ბევრს კითხულობ?

- ბოლო დროს არა. აბიტურიენტობა ამის საშუალებას ნაკლებად  იძლევა.

- შენ დიდი ოჯახის წარმომადგენელი ხარ... მიგაჩნია, რომ გყავს ოჯახში ვინმე, ვისაც მიბაძავდი?

- ბაბუა! საკმაოდ ასაკოვანია, მაგრამ არ ჩერდება! შრომობს მუდამ!

- თუ ეხმარები რამეში?!

- როგორ არა! მცენარეების მოვლაში, საოჯახო საქმეებში... მიყვარს ხელგარჯილობა!

- მახსოვს, ბებია როგორ გგულშემატკივრობდა პატარას... დაგყვებოდა ტურნირებზე, კონკურსებზე...

-კი, ასე იყო... ბებიას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს სასკოლო წარმატებებში. მე მისი მადლობელი ვარ!

-სამი თაობა ცხოვრობთ ერთ სახლში. არ არის ეს რთული?! სამი თაობის ერთობლივი თანაცხოვრება?!

- კი, ალბათ არის რთული, მაგრამ მე ეს ძალიან მომწონს! ვთვლი, რომ ეს ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს! სიხარულსაც ერთად ვიზიარებთ და პრობლემებსაც ერთად ვაგვარებთ. მგონია, რომ ასე უფრო საინტერესოა ცხოვრება.

- არა მგონია - ბევრი თანატოლი დაგეთანხმოს ამაში...

- ყველამ თავისი გემოვნებით იცხოვროს! მე ასე მომწონს!

- როგორ დაახასიათებდი შენს თაობას? რა მოგწონს მათში და რა არ მოგწონს?

- მგონია, რომ არა ვართ ცუდი თაობა. მომწონს ის, რომ ჩემი თანატოლები თამამები არიან, თავისუფლად გამოხატავენ აზრს და არ არიან დაკომპლექსებულები. არ მომწონს ის, რომ ვჩქარობთ. გვგონია, რომ ვიცით და სიჩქარეში ვუშვებთ შეცდომებს.

- რაზე ოცნებობ?!

- სიამოვნებით ჩავიდოდი რამდენიმე ქალაქში...

- მაგალითად?!

- რიო-დე-ჟანეიროში... ლონდონში... მილანში... პარიზში...

- როგორ ფიქრობ, წლების მერე უკან დაბრუნდები?!

- არ ვიცი, რა მომავალი მექნება და ძნელია პირდაპირ თქვა ამაზე, თუმცა მგონია, რომ ადამიანი ფესვებს უნდა დაუბრუნდეს!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება