| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლის დირექტორი მიხა ჯაბუშანური:
„ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს, განათლების სისტემაში ჩართულ ყველა თანამშრომელს, სექტემბრიდან წარმატებებსა და სიახლეებით დატვირთულ ახალ სასწავლო წელს გისურვებთ!
კარგად ვნახეთ როგორი მუშაობა გვიწევდა პანდემიის პერიოდში. დისტანციურ სწავლებას თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს. არის საგნები, რომელთა ახსნა და მოსწავლეთათვის გადაცემა დისტანციურად საკმაოდ რთულია, მაგრამ ისიც დავინახეთ, რომ ეს საკუთარი სიცოცხლისა და სხვების გადასარჩენად იყო აუცილებელი.
სექტემბერს მოუთმენლად ველოდებით - მოსწავლეებიც, მასწავლებლებიცა და მშობლებიც. ისე მოგვენატრა სკოლა, შევთხოვთ შემოქმედს - სამუდამოდ გაქრეს ეს ვირუსი! არ იყოს არცერთი დაავადებული, აღარ შეგვიქმნას საფრთხე!
ჩვენი მოსწავლეების უდიდესი ნაწილი განსაკუთრებულად აღნიშნავს: თურმე როგორ გვყვარებია და მოგვნატრებია ერთმანეთი, როგორ გვინდა ნახვა ერთმანეთისა“. ამ სიტყვებმა გარშემომყოფებს თვალზე ცრემლი მოჰგვარა და დაარწმუნა იმაში, რომ სწავლა სკოლებში უნდა გაგრძელდეს.
სასექტემბროდ ვნატრობთ: დაე საქართველოს ყველა, ყველა სკოლაში დაირეკოს ზარი, აჟრიამულდეს ბავშვებით ეზო, იხარონ, იცელქონ, განათლება მიიღონ ჩვენმა მომავალმა თაობებმა, რომ შემდგომ ღირსეული ადგილი დაიკავონ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი:
„სასექტემბრო სურვილი და მოლოდინია სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდეს. მოსწავლეებმა სკოლებში სიარული შეძლონ, რაც შეეხება შერეულ და ონლაინ სწავლების მოდელებს არცერთი არ მომწონს და დიდი სურვილი მაქვს სკოლაში სიარული შევძლოთ“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს მღდესიანი:
„სასექტემბრო სურვილია სკოლები გაიხსნას და სწავლა ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიანი:
„პირველ რიგში მოლოდინი და სურვილი მაქვს, რომ იყოს ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა. სკოლებში 15 სექტემბერს განახლდეს სწავლა და შეგვეძლოს შევაღოთ საკლასო ოთახის კარი“.
მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას