სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვისურვებდით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, აჟრიამულებულ შენობებში დავიწყოთ“- სკოლის დირექტორები სასექტემბრო სურვილებსა და მოლოდინებზე
29-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სკოლის დირექტორები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ რომ იყოს ახალი სასწავლო წელი. 

დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორი მზია გოგაძე:

„უპირველესად ვისურვებთ, რომ მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც ყველაფერი კარგად იყოს, საფრთხე, რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა, გადაივლის და მოგვეცემა ნორმალური ცხოვრებისა და მუშაობის საშუალება. გასულ სასწავლო წელს პანდემიის გამო შექმნილი ვითარების, უპირველესად სასწავლო პროცესის დროს შექმნილი სირთულეების გამო ახლაც ხშირად წუხან მოსწავლეები და მათი მშობლები. მოგეხსენებათ, მთის რეგიონებში ერთ-ერთი მთავარ პრობლემად რჩება ინპერნეტწვდომა, თუმცა საკმაო გამოცდილება ონლაინსწავლებისა უკვე დაგვიგროვდა, სასწავლო პროცესის დროს შექმნილ საკლასო ჯგუფებში მოსწავლეები და პედაგოგები ახლაც აგრძელებენ თანამშრომლობას, განსაკუთრებით, დაწყებით კლასებში, აკეთებენ საზაფხულო დავალებებს, უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, პედაგოგები აძლევენ საინტერესო უკუკავშირებს, აქტიურად ერთვებიან მშობლებიც. მოსწავლეები კითხულობენ ლექსებს, აგზავნიან ნახატებს და ა. შ.

ახალი სასწავლო წლისთვის ვემზადებით აქტიურად. თუკი კვლავ საჭირო გახდება ონლაინსწავლება, ვიჭერთ შესაბამის თადარიგს სპეციალური პროგრამების უკეთ დასაუფლებლად და გამართული მუშაობისათვის ვსახავთ გზებს. უპირველესად, რა თქმა უნდა, გვსურს ყველაფერი კარგად იყოს და სწავლა ჩვეულ რეჟიმში - საკლასო ოთახებში დაიწყოს. ხშირად გვეხმიანებიან მშობლები, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მათ აინტერესებთ, რა ვითარებაში დაიწყება სწავლა.

საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი, ღვთის ნებით, კარგად იქნება, ვისურვებდი, რომ დავამარცხოთ უჩინარი მტერი და სასწავლო პროცესი დროულად და საკლასო ოთახებში, აჟრიამულებულ შენობებში დავიწყოთ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სასწავლო პროცესს ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მომზადებული შევხვდეთ“.

ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის საჯარო სკოლის დირექტორი ემმა ნახატაკიანი:

„დიდი სურვილი მაქვს სწავლა 15 სექტემბერს დაიწყოს, რაც შეეხება რომელ მოდელს მივანიჭებდი უპირატესობას, ამ კუთხით ონლაინ სწავლებას არ ვისურვებდით, ამ ტიპის სწავლება არ უნდათ არც მოსწავლეთა მშობლებს. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ სწავლა სრულად განახლდება“. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის დირექტორი ფარანძემ სტამბოლციანი:

„ჩემი სურვილია რომ სკოლაში სრული შემადგენლობით სიარული შევძლოთ და სწავლების პროცესი განახლდეს, დიდ იმედს ვიტოვებ რომ საკლასო ოთახებში აუცილებლად განახლდება სწავლა“. 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლის დირექტორი გრიგორ იობაძე:

„გასარკვევია ჯერ როგორი სიტუაცია იქნება, ზოგადად, რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს, სკოლაში ჩვეულებრივ ვიაროთ. ამ შემთხვევაში როცა საშიშროებაა, 1-4 კლასი მაინც იყოს სკოლაში 2 დღე, რადგან სანამ კარგად წერა-კითხვას და აზროვნებას მიეჩვევიან კარგია უშუალო კონტაქტი პედაგოგებთან.

სკოლის კონტიგენტიდან გამომდინარე იმის შესაძლებლობაც მაქვს, დისტანციურად დავსვა ბავშვები, ფართი მაქვს და შესაბამისად არ გამიჭირდება.

დიდი სურვილი მაქვს ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს სწავლა, თუმცა თუ ავადობის საშიშროება იქნება, შერეულ მეთოდს ვისურვებდი,  2 დღე რომ სკოლაში ვიყოთ და დანარჩენი დღეები დისტანციურად. ასევე დიდი სურვილი მაქვს ინტერნეტის დაფარვის ზონა გაფართოვდეს და უფასოდ შეძლონ ბავშვებმა ინტერნეტის გამოყენება. დისტანციურად სწავლება ამ მხრივ უფრო გაგვიადვილდებოდა“.

მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება