სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები დაპაუზებულია, „ეტალონმა“ კი, დისტანციური ინტელექტ-ჩეპიონატი ჩაატარა“
20-07-2020
-
+


15 ივლისს ჭიათურის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა და მიუხედავად იმისა, ორგანიზატორებსა თუ მონაწილეებს განსხვავებულ - ონლაინ-ფორმატზე მოუწიათ გადაწყობა, ამას ხელი არ შეუშლია მოსწავლეებისთვის, ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ და კიდევ ერთხელ გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები.

დღეს, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ COVID 19-მა „ეტალონს“ თანამოაზრე მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ხელისუფლებასა თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან ერთად ვერ გადაახვევინა გზიდან, რასაც მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნვა ჰქვია.

გივი მოდებაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი:

- ძალიან მიყვარს „ეტალონი“ და მოხარული ვარ, ასეთი წარმატებული რომაა ახალგაზრდებს შორის. ზოგადად, არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობა საუკეთესო შედეგებს გვაძლევს და ასეთ დროს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხელისუფლების ხელშეწყობა. გარდა იმისა, რომ ეს ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობით, ბავშვები სწავლობენ ერთმანეთთან ურთიერთობას, ზუსტად იციან, როგორ გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები თუ მიღებული ცოდნა. აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ამ ვითარებაში „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარება მართლაც უდიდესი მიღწევაა და საამაყოა, როდესაც ეპიდსიტუაცია ხელს ვერ გიშლის დასახული მიზნის მიღწევაში. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები დაპაუზებულია, „ეტალონმა“ კი მოახერხა, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩაეტარებინა კონკურსი.

ნუგზარ მიროტაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

 - პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ბატონი გოჩას ძალიან დიდი დამსახურებაა, ყველა წინააღმდეგობისა თუ ეპიდსიტუაციის მიუხედავად, მაინც მოახერხა და ბრწყინვალედ ჩაატარა ინტელექტ-ჩემპიონატი. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან მოსწავლეების ჩართულობაც ძალიან მაღალია; საამაყოა, რომ გამარჯვებულმა მოსწავლემ უმაღლესი - ასი ქულა აიღო, რაც უდიდესი სტიმულია სხვა მოსწავლეებისთვისაც და ვფიქრობ, ფინალისთვის ძალიან კარგ ფორმაში ვიქნებით.

ხათუნა ცერცვაძე, ჭიათურის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი:

- „ეტალონში“ და ზოგადად, არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისთვის და ადგილობრივი ხელისუფლებაც სიამონვებით უწყობს ხელს ასეთ პროექტებს. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც საკონკურსო კითხვებიდან რამდენიმე, მუნიციპალიტეტის ისტორიასაც შეეხებოდა და მეამაყება, გამარჯვებულმა ასი კითხვიდან ასივეს რომ უპასუხა. ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები „ეტალონში“ და ასეთ ინიციატივებს მუნიციპალიტეტი ყოველთვის დაუჭერს მხარს.

ირინე პაპიძე, ჭიათურის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან ვნერვიულობდით, ტელეფონს არ მოვშორებივარ და რომ გავიგე, ბავშვმა ასი ქულა აიღო, ეჭვიც აღარ მეპარებოდა რომ გამარჯვებული იქნებოდა. მეტად ალბათ, იმიტომ ვნერვიულობდით, რომ კონკურსი ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა, ვერ ვესწრებოდით, ვერ ვგულშემატკივრობდით სათანადოდ, თუმცა კარლო ცუცქირიძემ ასი ქულა მოიპოვა. პირველ სამ ადგილზე გასულ კონკურსანტებს ჭიათურის მერიც შეხვდა და მათ დიპლომები, ასევე ფასიანი საჩუქრები გადასცა. მე, როგორც სკოლის დირექტორმა, პირადი ფეისბუქ-გვერდის საშუალებით მივულოცე, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლები და ნამდვილად მოვუწყობ სიურპრიზს. ზოგადად, პროექტს რაც შეეხება, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ „ეტალონს“ უდიდესი დატვირთვა აქვს, მოტივატორია მოსწავლეებისთვის, რადგან ხედავენ, რომ „ეტალონი“მოსწავლე ის გახდა, ვის გვერდითაც სწავლობენ.

კარლო ცუცქირიძე, ჭიათურის 5N5 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე - გამარჯვებული:

- „ეტალონში“ შარშანაც ვმონაწილეობდი და როდესაც შევიტყვე, რომ წელს ონლაინ-რეჟიმში ჩატარდებოდა, დიდხანს არ მიფიქრია, ისე მივიღე მონაწილეობა. მომწონს კონკურსის ფორმატი, ძალიან მომეწონა კითხვებიც, თუმცა სიმართლე გითხრათ, ახალ - დისტანციურ ფორმატზე გადაწყობა იოლი არ აღმოჩნდა. საბედნიეროდ, თავი გავართვი ყველაფერს და გამარჯვებასაც ველოდი. ძალიან მიხარია, ასეთი შედეგით რომ დავასრულე კონკურსი.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

 

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება