სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გვიყვარხარ, ზაალ, ნეტავ უფრო მეტად მოგფერებოდით“ - 15 წლის მოზარდი, რომელიც მდინარემ გაიტაცა, დარჩელის სკოლის მოსწავლეა
14-07-2020
-
+


15 წლის მოზარდს, რომელიც მდინარე ჯუმში ნახირის გადმოსარეკად შევიდა, ამ დრომდე ეძებენ. როგორც ირკვევა, მოზარდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, დარჩელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გახლავთ და ამ სამწუხარო ფაქტს სკოლის დირექტორი, მარინე ცარციძე სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება:

„ზაალ, შვილო, რამ შეგიყვანა ამ ადიდებულ მდინარეში. რატომ გარისკე სიცოცხლით. ბავშვებო, იცოდეთ, სიცოცხლე მარტო თქვენი არაა, ის, პირველ რიგში, მშობლებისაა, და-ძმისაა, მეგობრისაა, ჩვენიცაა, მასწავლებლების. თქვენი ტკივილიანი წასვლით ყველას გვაკლდება დარდისაგან სიცოცხლის წლები. რა ქნას საწყალმა შენმა დედიკომ, მამიკომ, ძმამ. რა ვქნათ ჩვენ, შენ რომ აღარ შემოაბიჯებ სკოლაში და არ შემოგვცინებ ალალი, ოდნავ ეშმაკური ღიმილით. წუხელ ყველა სასწაულს ვთხოვდით უფალს, შენი დაბრუნების იმედი გვქონდა, დღეს კი ღმერთს ვთხოვთ შენი სხეულის პოვნას, რათა შენმა დედიკომ უკანასკნელად ჩაგიხუტოს გულში. შენ თამაშისა და გართობის დროს არ დაგემართა ეს უსაშველო უბედურება, საქონლის გამორეკვა გინდოდა, ჩემო შრომისმოყვარე ბიჭო. ალალმართალო, უცოდველო, ანგელოზო, ძაღლი მოგყვებოდა უკან, ალბათ გრძნობდა უბედურება გელოდა, არ მიგატოვა და თან გამოგყვა. ოი, უბედურო სიკვდილო, როგორ გაამწარე მთელი სოფელი. ასეთი ცოდვა კარგა ხანია არ დატრიალებულა, ყველა ტირის. ღმერთო, მიეცი ძალა მშობლებს გაუძლონ ამ საშინელ ტკივილს. გვიყვარხარ, ზაალ, ნეტავ უფრო მეტად მოგფერებოდით სიცოცხლეში“, - წერს მარინე ცარციძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება