სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეს ისტორიის გამოცდის პირველ სესიაზე მაღალი ტემპერატურა 5 აპლიკანტს დაუფიქსირდა - სოფიო გორგოძე
13-07-2020
-
+


დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ტემპერატურის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. 

„5 შემთხვევა გვაქვს, როდესაც აბიტურიენტები სარეზერვო სექტორში განვათავსეთ“, - აღნიშნა გორგოძემ.

ამასთან, სოფიო გორგოძე აცხადებს აბიტურიენტები, რომლებიც კორონავირუსიან აპლიკანტთან ერთად ისხდნენ საგამოცდო ცენტრში, ისტორიის გამოცდა უკვე დაწერეს და მათ PSR ტესტიც ჩაუტარდათ. ისინი საგამოცდო პროცესში მონაწილეობას აგრძელებენ. 

„იმ 9 აბიტურიენტს, რომელიც საგამოცდო ცენტრში მოთავსებული იყვნენ იმ აპლიკანტთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, ისტორიის გამოცდაზე საბედნიეროდ მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საკმარისი იყო. რაც შეეხება მათ გამოცდებში მონაწილეობას, ამ აბიტურიენტებს აქვთ ეს უფლება და აგრძელებენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, ოღონდ შესაბამისი და გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების დაცვით“, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ. 

იხილეთ ასევე: გააგრძელებს თუ არა გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა? - გორგოძის პასუხი


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება