სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქმიანობ ჯადოსნურ სამყაროში, რასაც ცოდნის ტაძარი ჰქვია? მაშინ აუცილებელია იბრძოლო“-კვახჭირის საჯარო სკოლის პედაგოგი
13-07-2020
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის კვახჭირის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი თინათინ ყუფარაძე მასწავლებლის პროფესიის შესახებ საკუთარ შეხედულებას გვიზიარებს და დისტანციურ სასწავლო პროცესს აფასებს:                     

„მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი“    

„მასწავლებელი ხარ? საქმიანობ ამ ჯადოსნურ სამყაროში, რასაც ცოდნის ტაძარი ჰქვია? მაშინ.... აუცილებელია იბრძოლო, გაუმკლავდე ნებისმიერ გამოწვევას, ამ სფეროში არ არსებობს „მე“, აქ არის „ჩვენ“. მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე, კოლეგა-„ჩვენ ერთი გუნდი ვართ“,   ერთი ოჯახის  წევრები. გუნდურობა, კოლეგიალობა, მუდმივი ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში მოსწავლეთა ინტერესების დაცვა, ბრძოლა მათი უკეთესი მომავლისათვის-ესაა ჩვენი დანიშნულება... ფორსმაჟორია? დისტანციურად მოგიწევს სწავლება, უნდა ზრუნავდე მრავალფეროვან სასწავლო გარემოზე, ახალი გამოწვევები ცხოვრების თანმდევი მდგომარეობაა, ყველა სიტუაცია უნდა მოარგო მოსწავლეთა ინტერესებს და შესაძლებლობებს.

პანდემიის გამო, დისტანციურ სასწავლო პროცესზე გადასვლა არ ყოფილა მარტივი. მოსწავლეთა დარეგისტრირება, მუშაობის პრინციპის  ახსნა, ვებინარები, ინსტრუქციები, ბევრი უძილო ღამე, ონლაინ გაკვეთილები, ახალი საგაკვეთილო განრიგი, დავალებების გასწორება, ინტერნეტ კავშირის პრობლემა, მაშინ შესაბამისი ალტერნატივა სატელეფონო კავშირები. მთავარი იყო, სასწავლო პროცესი არ ჩავარდნილიყო, უნდა გვებრძოლა ყველა ხერხით, ყველა რესურსით, რა შესაძლებლობებიც გვქონდა. მასწავლებლობა თავის თავში მოიაზრებს  ბევრ უძილო ღამეს, მუხლჩაუხრელ  შრომას და ამავდროულად, უდიდეს ბედნიერებას, როცა საკუთარი შრომის შედეგს უყურებ. ქრება დაღლილობაც, ჩნდება მხოლოდ იმედი, სიხარული, მოტივაცია, რაც შეიძლება მეტი გააკეთო, უკეთესი და უკეთესი თაობა აღზარდო.  გული და გონება ერთიანდება, არ გინდა გაჩერდე, შენი მოსწავლის ცხოვრებით ცხოვრობ, მდიდარი ხარ, ორი ოჯახი გაქვს. ცდილობ ზრუნვა და პასუხისმგებლობა არცერთს მოაკლო. ბევრია იმედგაცრუებაც. მერე რა, ესაა ცხოვრება, ხან აღმა ადიხარ, ხან დაღმა, მთავარია არ გაჩერდე, არ დაგეზაროს, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. მაშინ ყველაფერი გამოგივა. გვიჭირდა, მაგრამ მაინც შევძელით, ჩვენი წვლილი შეგვეტანა პანდემიის წინაღმდეგ ბრძოლის საქმეში, დავინახეთ საკუთარი შრომის შედეგი: ტექნოლოგიებთან გამკლავება, მშობელთა აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში. ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამარჯვებაა. ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული მხარის  გამარჯვება, აქ ერთიანდება მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე, მთელი კოლექტივი, გამოცდილების გაზიარება, პრობლემების ერთობლივად გადაჭრა, სკოლის დირექცია, ინფორმაციის დროულად მიწოდება, სიახლეების გაზიარება, ესაა ჯანსაღი პროცესი და სწორედ ამან იხსნა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა. სახელმწიფოს რესურსი, რესურცენტერების ეფექტური საქმიანობა გახდა წარმატების საწინდარი. იყო ხარვეზები, რაც გამოსწორებადი და დახვეწადია, ჩვენ ვსწვლობთ გამოცდლლებით. სამედიცინო პერსონალის, თავდაცვის ძალების  გვერდით, მასწავლებელიც იყო გმირი, ისიც იბრძოდა ქვეყნისთვის, მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის, ამიტომ მადლობა თითოეულ მათგანს თავგანწირული შრომისთვის. უფლის ნებით, მომავალ სასწავლო წელს კვლავ შევხვდებით მშობლიურ სკოლებში და ისევ  მოვისმეთ მოსწავლეთა ჟრიამულს.

ასევე,  დიდი მადლობა Etaloni.ge-ს, რომ აქტიურად ეხმარებოდა სკოლებს, მიმდინარე პროცესების დროს. მე, პირადად მომეცა შესაძლებლობა, ჩემი წერილი განმეთავსებინა  და ჩემი მოკრძალებული შეხედულება დამეფიქსირებინა პანდემიასთან დაკავშირებით.

მშვიდობა ჩვენ და სრულიად საქართველოს!“- წერს პედაგოგი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება