| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გომბორის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა დისტანციურ რეჟიმში განახორციელეს ონლაინ პროექტი თემაზე - „ქალთა უფლებები“.
პროექტი მოიცავდა ოთხ ღონისძიებას: გამოკითხვა; კომიქსები; ვიდეოკოლაჟი; ტრენინგი.
საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა შექმნეს გამოკითხვის ფორმა და გაავრცელეს სოციალურ ქსელში. გამოკითხვა მიზნად ისახავდა საზოგადოებაში არსებული აზრის გამორკვევას ქალთა როლის მნიშვნელობაზე საზოგადოებაში.
ამის შემდეგ ბავშვებმა შექმნეს კომიქსები თემაზე - იძულებით ქორწინება. უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
ამასთან ერთად, მეცხრე კლასელებმა კლუბის სხვა წევრებთან ერთად ჩაწერეს და დაამონტაჟეს ვიდეოთა კრებული, რომელიც მიზნად ისახაბდა ახალგაზრდების დამოკიდებულების დაფიქსირებას ქალთა მიმართ ძალადობაზე.
პროექტის დასასრულს, ბავშვებმა დაგეგმეს ინტერნეტ შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელ ნათია ფიცხელაურთან, რომელსაც ახალგაზრდებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხი გააცნო.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას