სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნორმალური ნაწყვეტი მაინც მოსულიყო“ - აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეხუთე დღეს აფასებენ
10-07-2020
-
+


ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეხუთე ვარიანტით აბიტურიენტების ნაწილი კმაყოფილია, ნაწილს კი გამოცდა რთული მოეჩვენა.

გთავაზობთ აპლიკანტების შეფასებებს: 

„ტექსტები ნაცნობი იყო და არ გამჭირვებია. „სამანიშვილის დედინაცვალიდან“ იყო ნაწყვეტი, როცა სამანიშვილი გედევანიძეს შეხვდება და გზაზე მიდიან. მეორე ლექსი იყო კიდე მურმან ლებანიძის ლექსი, რომელიც აკაკი წერეთელს ეხებოდა თუმცა, მე ლექსი არ დამიწერია. ახალგაზრდებს არ მოსწონთ ჩვენი ქვეყნის კულტურა და რატომო და როგორ უნდა მოაწონო ესე მაგაზე უნდა დაგეწერა. ტექსტის რედაქტირება იყო გარუჯვის ისტორიაზე კოკო შანელმა, რომ შემოიტანა გარუჯვა
ძირითადად სიტყვები იყო დასარედაქტირებელი არ გამჭირვებია. 

სექტორში სიმშვიდე იყო, არც ცხელოდა, ფანჯრებიც ღია იყო. კარგი გარემო იყო, ძალიან ნორმალურად ჩატარდა გამოცდა“, - გვითხრა მარიამმა. 

„რთული იყო საკმაოდ. ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ მარტივად დავწერე. რედაქტირებაც საკმაოდ გამიჭირდა. თემა გაცილებით მარტივად დავწერე“, -გვითხრა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა. 

„მართლა არ იყო რთული, სამანიშვილის დედინაცვალი იყო, ესეც ძაან მომეწონა ძალიან კარგი არგუმენტები მოვიყვანე. რედაქტირებაში ზოგან სიტყვას აკლდა ბოლო ასო, ზოგან ზედმეტად იყო ჩასმული, მძიმე აკლდა რამდენიმე ადგილზე. მგონი გრანტსაც ავიღებ, ისეთი კმაყოფილი ვარ“,- გვითხრა აბიტურიენტმა. 

„სიმართლე გითხრათ ძალიან დავიღალე. მარტივი საკითხები არ იყო „სამანიშვილის დედინაცვალიდან“ ისეთი ნაწყვეტი იყო ორი კაცის დახასიათებას თუ დაწერდი ნორმალური ნაწყვეტი მაინც მოსულიყო. ესე იყო იმაზე რომ ახალგაზრდები ნაკლებად აფასებენ თავიანთ კულტურას და მაგაზე იყო საწერი. რედაქტირება გაცილებით მარტივი იყო“, - გვითხრა აპლიკანტმა. 

„თავიდან ლექსი რო დავინახე გული გამისკდა, მაგრამ ქვემოთ „სამანიშვილის დედინაცვალი“ იყო და ამოვისუნთქე. მგონი კარგად დავწერე კმაყოფილი ვარ. საბოლოოდ ვნახოთ რა შედეგს მივიღებ“,- გვითხრა ანიმ.

რაც შეეხება საგამოცდო ოთახებში არსებულ ვითარებას, როგორც 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა განაცხადეს საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება