სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებმა თვითშეფასების პროცესი დაიწყეს - ანგარიშის წარდგენის ვადა ცნობილია
08-07-2020
-
+


1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით სკოლები და პროფესიული დაწესებულებები კანონმდებლობით დადენილი წესით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თვითშეფასების ანგარიშებს წარუდგენენ.

უწყების განმარტებით, თვითშეფასების ანგარიში ცენტრს არაუგვიანეს სამ წელიწადში ერთხელ წარედგინება, რაც საანგარიშო პერიოდში დაწესებულების მიერ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებს ასახავს.

პროფესიული განათლების მიმწოდებელთა თვითშეფასება მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სიახლეს უკავშირდება: დაწესებულებები პირველად შეაფასებენ საკუთარ თავს ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან მიმართებით ელექტრონულად.

„წლის ბოლოს, დაწესებულებების მიერ მოწოდებული თვითშეფასების ანგარიშების ანალიზის საფუძველზე, ცენტრი ხარისხის შესაბამისობის სისტემურ სურათს დადებს, რაც ხარისხის განვითარების კუთხით შემდგომი ინტერვენციების დაგეგმვას დაედება საფუძვლად. ხარისხის განვითარების მხარდაჭერა კი ცენტრის საჯაროდ დეკლარირებული მიდგომაა,“- აღნიშნა ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ, დაწესებულებების წარმომადგენლებთან პროცესის მნიშვნელობაზე საუბრისას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ონლაინრეჟიმში აგრძელებს.

იხილეთ ასევე: საჯარო სკოლებს თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განესაზღვრათ - ეს ვალდებულება მხოლოდ 2 სკოლას არ აქვს

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება