სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამ გამოიწვია მშობლების უკმაყოფილება 147-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში?
07-07-2020
-
+


დღეს ეროვნული გამოცდების მეორე დღეა და აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებას წერენ. რეგისტრაცია 8 საათზე დაიწყო და ზუსტად 9 საათზე დასრულდა. პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა 147-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან, გამოცდის დაწყებიდან მალევე მშობლების უკმაყოფილება, დასუფთავების სამსახურის მანქანის გამოჩენამ გამოიწვია. 

უკმაყოფილების მიზეზი, მანქანის მიერ გამოწვეული ხმაური იყო. 

„გამოცდა დაიწყო, რა დროს ეს იყო. ასეთი ხმაური შეიძლება“; „მეტი დრო ვერ შეარჩიეს ნაგვის გასატანად, იქნებ რამე უთხრათ (მიმართავს ცენტრის წარმომადგენელს), ასე შეიძლება“... 

ცენტრის თანამშრომლებმა აღნიშნული პრობლემა მალევე მოაგვარეს, მათ დასუფთავების სამსახურის თანაშრომლებს ტერიტორიიდან მანქანის გაყვანა სთხოვეს, ვინაიდან ხმაური აბიტურიენტებს წერაში ხელს უშლიდა და ის დროები აცნობეს, როცა გამოცდა მიმდინარეობდა და შეუთანხმდნენ რომ გამოცდის დროს მანქანა ტერიტორიაზე აღარ შემოვიდოდა. 

საბოლოოდ, დასუფთავების სამსახურის მანქანამ ტერიტორია მალევე დატოვა და გამოცდების მიმდინარეობა ისევ მშვიდ რეჟიმში გაგრძელდა.

იხილეთ ასევე: „ჰაბიტუსზე ეტყობა შენს შვილს რომ ჭკვიანია; მალე არ გამოხვიდე, მეხს დაგცემ-მეთქი“ - რაზე საუბრობენ და როგორ ამხნევებენ მშობლები ერთმანეთს 

საგამოცდო ცენტრებთან გულშემატკივართა დისტანცირებაში მანდატურებიც არიან ჩართულები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება