სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არა! მასწავლებელთა ახალ სქემას - რატომ აპროტესტებენ პედაგოგები ცვლილებებს და უერთდებით თუ არა თქვენ მოთხოვნას?
04-07-2020
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შეტანილ ცვლილებებს პედაგოგთა უკმაყოფილება მოჰყვა და აქციაც კი დაიგეგმა. მასწავლებლები ახალ სქემას 22 ივლისს 14 საათზე გააპროტესტებენ. აღნიშნულის შესახებ facebook-ზე ღონისძიებაც შექმნეს ლოზუნგით: არა! მასწავლებელთა ახალ სქემას.

როგორც ფეისბუქზე შექმნილი ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, მასწავლებლისთვის სტატუსის მისანიჭებელი აქტივობები, რთულდება და მოცულობითი ხდება.

კოლეგებო, მასწავლებლებო, მშობლებო, არამასწავლებლებო, თუ თქვენც თავს მოტყუებულად გრძნობთ და ხედავთ, როგორ ჭაობში იძირება განათლების სისტემა! გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და ერთად გავაპროტესტოთ ეს ვირთხების რბოლა! - წერს აქციის ორგანიზატორი.

„მოგეხსენებათ, დამტკიცდა მასწავლებელთა სტანდარტი და ძალაში შევიდა ახალი სქემა, რომლის მოხედვით არათუ მარტივდება ან ძირეულად იცვლება სტატუსის მისანიჭებელი აქტივობები, არამედ რთულდება და მეტად მოცულობითი ხდება.

ძველი სქემის გაუქმების არგუმენტად მასწავლებლების გადატვირთვა და მოსწავლეების სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენა სახელდებოდა. ახალი სქემის დამტკიცებამდე კი უკვე სტატუსმინიჭებულ პედაგოგებს დაგვაკარგინეს ძვირფასი დრო გვეზრუნა წინსვლაზე.

ისმის კითხვა! თუ საჭირო გახლდათ სქემით გათვალისწინებული აქტოვობები, ხელოვნურად რატომ გააჭიანურეთ მასწავლებელთა “პროფესიული ზრდა?”

კოლეგებო, მასწავლებლებო, მშობლებო, არამასწავლებლებო, თუ თქვენც თავს მოტყუებულად გრძნობთ და ხედავთ, როგორ ჭაობში იძირება განათლების სისტემა! გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და ერთად გავაპროტესტოთ ეს ვირთხების რბოლა!“ - წერია დაგეგმილი აქციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება