სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ემუქრება თუ არა საფრთხე სწავლის დაწყებას - ოფიციალური კომენტარი
04-07-2020
-
+


თუ სექტემბრიდან ეპიდსიტუაცია ასეთი იქნება, საკითხი განხილული იქნება საკოორდინაციო საბჭოს სხოდმაზე და დარწმუნებული ვარ, სწავლის აღდგენას ტრადიციულ სტილში საფრთხე არ დაემუქრება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა, დღეს არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდეს.

„ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და ყველა ზომაა მიღებული, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის გავრცელების რისკი. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არავითარი საშიშროება იმის, რომ სწავლა არ დაიწყოს, არ არის. თუ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს, შევინარჩუნებთ, არავითარი საფრთხე სწავლის არდაწყების არ არის, მთავარია საზოგადოებამ დაიცვას ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, თუმცა, „ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უნდა იყოს უფრო მეტი მზადყოფნა. კერძოდ, მთავარი რეკომენდაციაა პირბადის ტარება, დისტანცირება".


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება