სიახლეები
სკოლები

„მასწავლებელი სწავლების თანამედროვე მეთოდებს თავისუფლად უნდა ფლობდეს და იყენებდეს“-ძმუისის საჯარო სკოლის პედაგოგები ცოდნას და გამოცდილებას გვიზიარებენ
03-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.  

„პანდემიამ მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლის მასწავლებლები, მაქსიმალური ძალისხმევის ხარჯზე წარმატებულად დაძლიეს დისტანციური სწავლების სირთულეები და თითოეულმა უნიკალური გამოცდილება შეიძინა მეორე სემესტრში. ჩვენ ვთხოვეთ მათ, გაეზიარებინათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება:

თინათინ გეგეშიძე: ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება იყო ონლაინ სასწავლო რესურსების გაცნობა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომშიც. ეს რესურსები დამეხმარა მოსწავლისთვის გამეადვილებინა ამა თუ იმ ცნების ღრმად გააზრება. გარდა ამისა, ონლაინ სწავლებამ უფრო ნათლად დამანახა მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეები, რამაც საშუალება მომცა მემუშავა ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე. დამეხმარა ასევე მოსწავლის შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში.

ეკატერინე ხარატიშვილი: 2005 წლიდან ვარ დაწყებითი კლასების პედაგოგი, აქტიურად ვმონაწილეობ ყველა ახალ გამოწვევაში, რომელიც ჩემი აზრით უხვად იყო ამ წლებში. გავიარე ყველა საჭირო ტრენინგი, რომელმაც ბევრი გამოცდილება შემძინა და მივაღწიე შედეგს, დღეს უფროსი მასწავლებელი ვარ, თუმცა ვცდილობ ისევ ვისწავლო. 2020 წლის თებერვალი- მარტი, ეს იყო ჩემთვის საოცარი, ერთი შეხედვით რთული და შეუძლებელი გამოწვევა, რომელსაც მეგონა ვერ გავუმკლავდებოდი... მაგრამ...არა, ძმუისის საჯარო სკოლის პედ. კოლექტივი, როგორც ყოველთვის ერთ გუნდად შევიკარით, ერთმანეთთან თანამშრომლობით ჩავერთეთ „თიმსში“, რომელიც გაგეცინებათ და, თავდაპირველად „ურჩხულად“ გვეჩვენებოდა, ათასი მიზეზის გამო, თუნდაც ინტერნეტთან წვდომის, თუნდაც გაუმართავი ტექნიკის გამო... ონლაინ სწავლებისას დირექციის დახმარებით აქტიურად ჩავერთეთ ონლაინ ტრენინგებში და ავითვისეთ საინტერესო რესურსები. მიღებული ცოდნის და გამოცდილების შედეგად, იმდენად დავხელოვნდით, რომ სხვა სკოლის კოლეგებსაც გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება „ვებინარის“ საშუალებით. შრომა გამიმარტივა წარსულმა გამოცდილებამ, რადგან ყოველთვის ვქმნიდი ელექტრონულ რესურსებს, ვიყენებდი power point- ს, word- ს, მოსწავლეებს ვაძლევდი სასწავლო- სახალისო დავალებებს. ჩვენმა მოსწავლეებმა იცოდნენ მუშაობა კომპიუტერთან, რაც ძალიან დაგვეხმარა თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეთა 90% ჩართული იყო ონლაინ სწავლებაში. თუმცა არ მომწონს ასეთი სწავლება, მაგრამ ეს არის 21 - ე საუკუნის გამოწვევა, რომელიც ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაძლია...
ვფიქრობ, მომავალში ისევ დავუბრუნდებით სკოლას და გვექნება უამრავი რესურსი მოსწავლეთა უკეთ აღზრდისთვის. სწავლა სიბერემდეო....ჩვენი გუნდი მზადაა ახალი გამოწვევებისთვის..

ხატია ბჟალავა: ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, უპირველეს ყოვლისა პროფესიის სიყვარული არის მნიშვნელოვანი. თუ გიყვარს ის საქმე რასაც აკეთებ მაშინ შედეგიც კარგი გექნება, რა თქმა უნდა, მარტო პროფესიის სიყვარული არ კმარა, კარგი პედაგოგი ისაა, ვინც ბავშვებს დააინტერესებს იმით, რასაც ასწავლის მათ. მასწავლებელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ვფიქრობ ის უნდა იყოს სამაგალითო. მე არ გამოვარჩევ მოსწავლეს არც ერთნი ნიშნის მიხედვით, ჩემთვის ყველა თანასწორი და ყოვლისშემძლეა. თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად ვუდგები და მოსწავლის აღზრდა განათლებაში ვდებ საკუთარ ენერგიას. უპირველეს ყოვლისა, ვცდილობ, მუდმივად ვისწავლო ყველაფერი ახალი და შემდეგ ეს ცოდნა ჩემს მოსწავლეებს
გავუზიარო. ეს სწავლება კი მოსწავლეზე უნდა იყოს მორგებული. მასწავლებელი უნდა იყოს, მეგობრული, ზომიერად მკაცრი, ყურადღებიანი, საინტერესო მოსაუბრე და ბავშვთა ფსიქოლოგიის მცოდნე.
შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა, რომ ციფრული ტექნოლოგიებისა და წიგნიერების განვითარება სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. მათგან ერთ-ერთი გამოწვევაა ონლაინ სწავლებისთვის მოსწავლეებისა მასწავლებლების წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე. ასევე აუცილებელია მშობელთა ინფორმირება და მხარდაჭერაზე მიმართული აქტიური და ეფექტური ჩართვა. მასწავლებელი ყოველთვის ძიების პროცესში უნდა იყოს. თამამად შეეჭიდოს ახალ გამოწვევებს და მუდმივად შეეცადოს რაც შეიძლება მეტი ცოდნა დააგროვოს ციფრული ტექნოლოგიების შესწავლაში, ეს შესწავლილი რესურსები გამოიყენოს პრაქტიკაში . მასწავლებელი სწავლების თანამედროვე მეთოდებს თავისუფლად უნდა ფლობდეს და იყენებდეს.

ლაურა გოტიაშვილი: პანდემიამ გვაჩვენა, რომ იმაზე უფრო ძალიან გვიყვარს ჩვენი მოსწავლეები ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა და მათაც იმაზე მეტად ვუყვარვართ ვიდრე ჩვენ გვგონია. მათმა სიხალისემ, ოპტიმიზმმა და საგნისადმი ინტერესმა, კიდევ უფრო გააღვივა ჩემი ინტერესი ონლაინ სწავლების მიმართ. ყველანაირად ვცდილობდი, მეგობრული გარემო შემექმნა ონლაინ საკლასო ოთახში. განსაკუთრებით დამეხმარა სკოლაში არსებული მეგობრული გარემო და გამჭვირვალე მართვის სტილი. ფაქტობრივად, ჩვენს სკოლაში ყველაფერი დემოკრატიულად, კონსენსუსით წყდება. დირექცია ყოველთვის ზრუნავს ჩვენს პროფესიულ წინსვლაზე და ცდილობს, რომ ყველა ტრენინგსა და სემინარში ჩაგვრთოს. ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთისგან, სხვებისგან, ჩვენი მოსწავლეებისგან, მშობლებისგან. ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის წარმატებული მასწავლებლის მთავარი საიდუმლო სკოლაში მეგობრული ატმოსფერო და ურთიერთსიყვარულია.

მადლენა ხარატიშვილი: კოლექტივთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული ონლაინ სწავლებაში, ვუზიარებდით ერთმანეთს სიახლეებს სასწავლო რესურსების თვალსაზრისით, რათა მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო ყოფილიყო სწავლების ეს მეთოდი. ვფიქრობ მიზანს მივაღწიეთ ძმუისის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში. იმედია მალე დავუბრუნდებით სასკოლო გარემოს, შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას გამოვიყენებ საკლასო ოთახში საინტერესო გაკვეთილების დასაგეგმად“. 

სტატია გამოგზავნილია - თემის - თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

2026 წელს საჯარო სკოლის პედაგოგებს ხელფასი არ გაეზრდებათ - როგორ ნაწილდება განათლების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის პროექტის მიხედვით

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლის ხელშეწყობა... სკოლის დირექტორებთან შეხვედრის დეტალები 

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამასთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

დაიწყო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტების შემოწმება; ჩატარებულია 6000 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 173 სამართალდარღვევა

„პედაგოგები ვერ სარგებლობენ სტატუსით, დანამატით, დაზღვევით“... - მუნიციპალური ბიუჯეტი​

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა ერის მამად წოდებული დიდი ქართველის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში დირექტორი რიმა მელია პასუხობს

აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდნენ - მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლები
 
საინტერესო

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

სიახლეები
საზოგადოება