სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N17 სკოლის VIII კლასში პროექტი - „ყველაფერი კორონავირუსის შესახებ“ განხორციელდა
02-07-2020
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლის VIII4 კლასში განხორციელდა პროექტი თემაზე: „ყველაფერი კორონავირუსის შესახებ“. კლასის ხელმძღვანელი დ. გურეშიძეა.

პროექტის მიზანი იყო: ზაფხულის უსაფრთხოდ გატარების მიზნით მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაციის მიღებით, შეძლონ ისწავლონ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად.

„პროექტის ფარგლებში კლასში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა: მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები კორონავირუსის შესახებ, შედგა ონლაინ შეხვედრა ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული ეროვნული ცენტრის გადაუდებელი განყოფილების ექიმ-პედიატრთან სოფო ბააკაშვილთან. შეხვედრა წარიმართა კითხვა- პასუხის რეჟიმში, მოისმინეს ბიოლოგიის მასწავლებლის ნ. კუპრავას ონლაინლექცია თემაზე: „მიკროორგანიზმები ჩვენს ირგვლივ“.
ბოლოს კი ჩატარდა ონლაინ კონფერენცია თემაზე: „დაღლილმა დედამიწამ ამოიოხრა და გაჩერდა“, სადაც ბავშვებმა წარმოადგინეს მათ მიერ დაწერილი თემები კორონავირუსის შესახებ და ისაუბრეს მსოფლიო და საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობაზე.

პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მოსწავლეებმა: ლ.კირკიტაძემ, ს.გაბრიჩიძემ, მ.შალიკიანმა, მ.წურწუმიამ, ა.ლოსაბერიძემ, მ.ობოლაძემ, გ.ქარციძემ, ა.მამაგეიშვილმა, თ.ჩხობაძემ, ვ.სახეჩიძემ, ნ.მეგრელიშვილი
ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლებმა და VIII4 კლასის მშობელმა თ. ქარციძემ“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება