TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო სასწავლო წლის განახლებას 15 სექტემბერს გეგმავს
25-06-2020
-
+


მთავარი მიზანი არის ის, რომ მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-2021 სასწავლო წლის მზადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„2 თვე არ არის დიდი პერიოდი იმისთვის, რომ მოვემზადოთ და იმ გამოწვევას ვუპასუხოთ, რომლის წინაშეც სისტემა და არამხოლოდ განათლების სამინისტრო დგას. ნამდვილად ვადასტურებთ იმას, რომ განათლების სამინისტრო ემზადება, რომ 15 სექტემბერს დაიწყოს ახალი სასწავლო წელი. მაგრამ ჩვენი ამოცანაა, მოსწავლეებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს არის ჩვენი ამოცანა.

ხაზს ვუსვამ, მთავარი მიზანი არის ის, რომ მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს და სასწავლო პროცესი სწორედ საკლასო ოთახში განახლდეს, როგორც წესია“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

ონლაინ სწავლების გაგრძელების შემთხვევაში, განიხილავს თუ არა სამინისტრო ვარიანტს, რომ სკოლაში მხოლოდ პირველ და მეორე კლასელებმა იარონ - კითხვაზე მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ სამინისტრო არაერთ განსხვავებულ ვარიანტზე მუშაობს.

„ვარიანტი არის ძალიან ბევრი და ჩვენ ყველა სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვიყოთ მზად, რომ განათლების ხელმისაწვდომობა ვუზრუნველვყოთ, იქნება ეს შერეული მოდელი თუ ეს იქნება მთლიანად საგაკვეთილო პროცესი, რომელიც საკლასო ოთახში წარიმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენ ჯერ არ მიგვიღია. ისევ და ისევ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და უახლოეს პერიოდში მსგავსი ტიპის ბრიფინგი კვლავ მოეწყობა განათლების სამინისტროში და ჩვენ მივაწოდებთ ინფორმაციას საზოგადოებასაც და სკოლებსაც გადაეგზავნებათ წერილი, იმ რეგულაციებზე და შეთავაზებებზე, რასაც შევიმუშავებთ“, - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

დგებუაძის თქმით, სასწავლი წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის მიწოდებული რეკომენდაციების ვარიანტები სამინისტროს მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს, რადგან ამით ჩანს, რომ უწყება არ იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას.

„ეს არის სწორედ სამუშაო პროცესი, რომ განათლების სამინისტრო დამოუკიდებლად არ მუშაობს ცალკე ამ ყველაფერზე და პროცესში ჩართულია სკოლის ადმინისტრაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მშობლები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარესთან შეთანხმებით მივიღოთ გარკვეული რეგულაციები, რომელსაც შევთავაზებთ ჩვენს სკოლებს. შესაბამისად ეს არის ჯანსაღი პროცესი, როდესაც სამინისტრო ფიქრობს და მუშაობს იმაზე თუ როგორ დაიწყოს ახალი სასწავლი წელი. მე მგონია, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, როდესაც საუბარია იმაზე რომ სხვადასხვა უწყებები სკოლები, ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები გახსნილად თანამშრომლობენ განათლების სამინისტროსთან და ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის ცნობით, განათლების სამინისტრო ფიქრობს, დაეხმაროს იმ მოსწავლეებს და მასწავლებლებს, რომლებსაც არ აქვთ ელექტრონული რესურსი, კომპიუტერი/ნოუთბუქი და ა.შ.

„რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ ახალი სასწავლო წლისთვის მზადებაზე, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს სისტემა. ყველა მიმართულებით, მათ შორის ელექტრონულითაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა დგებუაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება