სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ამირან გამყრელიძის ეპიდპროგნოზი: შეიძლება თუ არა სწავლა დაიწყოს დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით?
22-06-2020
-
+


საქართველოში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სასწავლო პროცესის დაწყების საშუალებას იძლევა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, რა იქნება მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, ძნელია. გლობალურად ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს, ზოგადად, სიტუაცია არ მშვიდდება. ამიტომ საქართველოს მონაცემები თვითდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა, აუცილებლად უნდა შევასრულოთ. ეს არ გვაძლევს უფლებას მოსახლეობა მოეშვას, პირბადეები დახურულ სივრცეში არ ატაროს, იყოს თავყრილობები. ეს ყველაფერი არის საფრთხე ინფექციის გავრცელების. ჩვენ ჯერჯერობით ეპიდსიტუაციას ვაკონტროლებთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ გავთამამდეთ“ - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება