სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

პედაგოგები, რომლებიც სტატუსის დანამატს ორმაგად იღებენ
04-09-2020
-
+


პედაგოგები, რომლებიც ორ სკოლაში სრული დატვირთვით ასწავლიან, სტატუსის დანამატსაც ორმაგად იღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ სკოლაში დასაქმებულ მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება და დანამატი თითო სკოლიდან ცალ-ცალკე უანგარიშდებათ.

ხელფასის დაანგარიშების სქემა ასეთია - პედაგოგს ხელფასი ერიცხება განათლების, კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილების მიხედვით, ასევე სამუშაო დატვირთვისა (ჩასატარებელი საათების) და სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით (თუ დამრიგებელია, იღებს დანამატს). შესაბამისად, ორ სკოლაში დასაქმებული პედაგოგის ანაზღაურება ორმაგდება. ბუნებრივია, როდესაც მასწავლებელი საათობრივად იღებს ანაზღაურებას და იხარჯება, უნდა იღებდეს შესაბამისი საათების ხელფასსაც, მაგრამ რატომ არის დანამატი ორმაგი? ანუ რატომ იღებს მასწავლებელი ერთ სტატუსზე დანამატს ორჯერ?

2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში, მაშინ, როდესაც სკოლებში, პენსიონერმა პედაგოგებმა ჯილდო აიღეს და გზა ახალ თაობას დაუთმეს, ვაკანსიები მასობრივად გამოცხადდა, თუმცა ახალი კადრების ნაცვლად გასაუბრებებზე მსურველთა უდიდესი ნაწილი ისევ მოქმედი მასწავლებლები იყვნენ, რომლებსაც ორ სკოლაში ერთდროულად საქმიანობა და დამატებითი ანაზღაურება სურდათ. მაშინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დამსაქმებლებს მოსთხოვა, რომ თუ ახალ თანამშრომლებად სხვა სკოლის პედაგოგებს აიყვანდნენ, მაშინ ამ მასწავლებლებს იმ სკოლაში, სადაც უკვე მუშაობდნენ, ხელშეკრულება უნდა შეჩერებოდათ.

სამინისტროს მოთხოვნა სკოლების დირექტორთა უმრავლესობამ გაითვალისწინა და გასაუბრებაზე მისულ მოქმედ პედაგოგებს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ მათ დაასაქმებდნენ იმ შემთხვევაში, თუ დატოვებდნენ სკოლას, სადაც მუშაობდნენ. ამ ფაქტმა მასწავლებლების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა რადგან ახალი თანამშრომლის მიღება ისევ და ისევ მხოლოდ დირექტორზეა დამოკიდებული, მიუხედავად სამინისტროს მოთხოვნისა, დირექტორების ნაწილმა სხვა სკოლაში მუშაობის პარალელურად პედაგოგები თავის სკოლაშიც დაასაქმეს, სამინისტროს კი განუცხადეს, რომ მსურველთა ნაკლებობის და კვალიფიციური კადრების არარსებობის გამო გადაწყვიტეს ეს.

უკრძალავს თუ არა კანონი მასწავლებლებს ორ სკოლაში დასაქმებას და ორმაგ შემოსავალს? ჩვენ ამ კითხვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც განგვიცხადეს, რომ კანონის მიხედვით მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს და მასწავლებელს შეუძლია, ორ სკოლაში ერთდროულად იმუშაოს.

როგორც ჩანს, სამინისტრო სტატუსიან მასწავლებლებზე ორმაგ დანამატს არ კრძალავს, თუმცა ვაკანსიების გამოცხადების დროს აღნიშნული მოთხოვნის გამო შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უწყება არც იმის მომხრეა, რომ ერთ ადამიანზე დანამატი ორმაგად გასცეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება