TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კირჩხიბს ყველაზე კარგი თვე აქვს მთელ წელში, ტყუპები კი ფინანსური პრობლემის წინაშე არიან - კიდევ ვის აქვს სირთულეები ამ კვირაში?
22-06-2020
-
+


დედამიწის ენერგეტიკა პოზიტიურია, ეს კვირა არ იქნება ცუდი  - აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი და უახლოესი დღეების ტენდენციებზე საუბრობს. 

ფანტაზიის მმართველი პლანეტა ნეპტუნი ხდება უკან მოძრავი, რეტროგრადული - ეს კი წარსულში დაბრუნების მომასწავებელია. 

ოთხშაბათს მოულოდნელი სიურპრიზების დღეა - ეს სიურპრიზები იქნება დადებითი. 

ხუთშაბათს სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა ხდება სწორად მოძრავი, რაც სასიყვარულო ურთიერთობა კარგ ელფერს მიიღებს. 

შაბათ-კვირა ითხოვს ყურადღებას - მარსი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში შედის. ეს კარგია იმიტომ, რომ ენერგია, კომუნიკაცია და მებრძოლი ხასიათი მოიმატებს. თუმცა მას ხვდება შავი მთვარე და აგრესიულობა მოიმატებს ადამიანებში. 

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის ასეთია: 

ვერძი: ცოტა კონფლიქტურობა მოგემატებათ, ამიტომ სახლსა და სამსახურში მოთმინება გამოიჩინეთ. შემტევი ხასიათი უნდა აკონტროლოთ, რაც შეიძლება უსიამოვნებების მიზეზი გახდეს. 

კურო: განწყობა გიუმჯობესდებათ. ხელშეკრულებების დადება და ახალი იდეებით სხვების დაინტერესება შეგიძლიათ. ახალი სასიყვარულო ურთიერთობის ან კარიერული განვითარების წინაშე აღმოჩნდეთ. 

ტყუპები: ფინანსური პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეთ, ფულის უყაირათო ხარჯვის შემთხვევაში. კაპიტალდაბანდებებსა და სერიოზულ საყიდლებს ერიდეთ. ყოველდღიური საქმეები იკმარეთ. 

კირჩხიბი: არა მხოლოდ კვირის, მთელი თვის ფავორიტები ხართ. სიზარმაცის უფლება არ გაქვთ, ეს ერთ-ერთი ნაყოფიერი დროა ამ წლის განმავლობაში თქვენთვის, ამიტომ სასიკეთოდ გამოიყენეთ. თქვენი დრო დადგა, ყველაფერი გამოგივათ. 

ლომი: პრობლემური პერიოდი გაქვთ. შეიძლება შეცდომები დაუშვათ, თქვენს წინააღმდეგ ჭორები და ინტრიგები გააქტიურდება. მაქსიმალურად სიფრთხილე და კონტროლი გმართებთ. 

ქალწული: შრომისუნარიანი და ნებისყოფიანი ხართ, თუმცა, მოულოდნელმა მოვლენებმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ. მატერიალურ და კარიერული კუთხით არ არის კარგი პერიოდი. თუმცა შემდეგი კვირა უკეთესი იქნება. 

სასწორი: მთავარი პრობლემაა - თავი აარიდოთ სარისკო მოქმედებებს. ნებისმიერი სარისკო ნაბიჯი ცუდად დაგიბრუნდებათ, თუ ამას შეძლებთ, მაშინ შარმი გაქვთ და დიპლომატიაც გაქვთ და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად და შემდგომში გამოსაყენებლად კარგი პერიოდია. 

მორიელი: ძლიერდებით, თქვენი ენერგოტონუსი მაღლდება, აქტიური, ენეგიული და ინტუიციური ხდებით, ახლა თქვენ ვერავინ გაგაჩერებთ. ხელშეკრულებების დადება და შეხვედრები წარმატებული იქნება. 

მშვილდოსანი: შვილებთან ურთიერთობაში გექნებათ პრობლემა და შემოქმედებითი სტაგნაცია გაქვთ. ეს ხელს გიშლით ამ კვირაში. დიპლომატია გმართებთ. თუმცა საინტერესო ფინანსური პერსპექტივები გიჩნდებათ. 

თხის რქა: თქვენც ფავორიტებში ხართ, აქტიური, ენერგიული და მიმზიდველი ხართ. ყველაფერი წარმატების მომტანია, მატერიალური მდგომარეობის შესაძლებლობა ორმაგდება, კარიერული განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა. 

მერწყული: თქვენი მთავარი პრობლემაა სულსწრაფობა, რაც შეცდომების დაშვების ტოლფასია. თუ ახალი პარტნიორი გამოჩნდა, ფრთხილად იყავით, შეიძლება პრობლემები შეგექნათ. თუ ზომიერი და ფრთხილი იქნებით, კვირა მშვიდად ჩაივლის. 

თევზები: ზედმეტ ფანტაზიას ნუ ენდობით, ილუზიების ალბათობა მაღალია, რაც ხელს გიშლით. მომატებული ინტუიციურობა დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. განწყობა გიუმჯობესდებათ, ახლა უფრო წარმატებული ხართ, ვიდრე წინა კვირაში. თუმცა მოულოდნელობებისთვის უნდა იყოთ მზად, მშვიდად მიიღეთ ყველა ცვლილება. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

„ეს თქვენი პირველი ნაბიჯებია სამყაროში მწვანე გარემოს შესაქმნელად“

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება