სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

გართულებები, რომლებიც COVID-19-ის შემდეგ, შესაძლოა მთელი ცხოვრება დარჩეს - თრომბები, ინსულტი...
03-06-2020
-
+


სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ადამიანთა ნაწილს, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს, ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები ექნებათ, - ამის შესახებ Al Jazeera წერს. 

კერძოდ, აღნიშნული იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კარდიოლოგმა ჯოზეფ ბრენანმა განაცხადა.

ვარაუდობენ, რომ ვირუსგადატანილებს ექნებათ ფილტვების, გულის და ნერვული სისტემის დაზიანებასთან დაკავშირებული პრობლემები. 

ასე, სერიოზული გართულება შესაძლოა იყოს ფილტვებში წარმოქმნილი ნაწიბურების შედეგები. ნაწიბურებიანი ქსოვილი აქვეითებს ფილტვების უნარს შთანთქას ჰაერი და აქციოს ის ჟანგბადად.ადამიანს უჩნდება გამუდმებული დისკომფორტის შეგრძნება და მშრალი ხველა. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სპეციალისტი ალი გულიამ რაზანი ზაიდი ამტკიცებს, რომ ამ ცვლილებებს ფილტვის ქსოვილში შესაძლოა ჰქონდეს შეუქცევადი ხასიათი.

ასევე ბევრი COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტი იტანჯება თრომბების წარმოქმნის გამო, რაც იწვევს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას, ინსულტს, გულის შეტევას და გრძელვადიანი ხასიათის სხვა სერიოზულ გართულებებს. ასევე, ტვინში სისხლძარღვების დახშობამ შეიძლება ინსულტი გამოიწვიოს. 

კიდევ, ექიმების აზრით, COVID-19-ს შეუძლია დააზიანოს გულის კუნთი მისი ანთების გამოწვევით. ახალ კორონავირუსს შეუძლია გამოიწვიოს მწვავე მიოკარდიტი და გულის უკმარისობა.

COVID-19-ის გამოხატული სიმპტომების მქონე პაციენტებში ასევე დააფიქსირეს თირკმელების სერიოზული დაზიანება.

კორონავირუსი ასევე გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რასაც შესაძლოა ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს. ერთ-ერთ ჩინურ კვლევაში ნათქვამია, რომ 214 ჰოსპიტალიზირებული პაციენტის მესამედზე მეტს ჰქონდა ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, მხედველობის პრობლემები და გემოსა და ყნოსვის დაკარგვა.

კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ხანგრძლივი გართულებები შესაძლოა იყოს ყურადღების, კონცენტრაციის და მახსოვრობის დარღვევა და ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება