სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

90-მდე ახალი ვაკანსია, რომლებსაც სკოლები საქართველოს მასშტაბით აცხადებენ - რა პოზიციებზე ეძებენ თანამშრომლებს? 
28-05-2020
-
+


პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში, ახალი ვაკანსიები არათუ არ ცხადდება ან ძალიან მცირე რაოდენობით ქვეყნდება, არამედ დამსაქმებლებმა უკვე დასაქმებული თანამშრომლებიც კი გაათავისუფლეს. 

ამ რთულმა მოცემულობამ გავლენა მოახდინა სკოლებზეც, იძულებითმა არდადეგებმა და ონლაინ რეჟიმში გადანაცვლებამ, მნიშვნელოვნად შეამცირა ვაკანტური ადგილების რაოდენობა. თუმცა ახალ კადრებზე მოთხოვნა მაინც არის. 

მაისის განმავლობაში სულ 90-მდე ვაკანსია გამოცხადდა. მაშინ, როდესაც არდადეგებამდე, იგივე რაოდენობის განცხადება ზოგჯერ დღიურადაც კი ქვეყნდებოდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პერიოდში, კანდიდატს გასაუბრების გავლა სკოლის ნაცვლად ონლაინ რეჟიმში მოუწევს, იმ შემთხვევაში თუ სკოლა მას შეარჩევს. 

თუ მაინც დაინტერესებული ხართ და გსურთ, სკოლაში სამუშაოდ განაცხადის შეტანა, თავისუფალი ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: ვაკანსიები სკოლებში. 

როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით? - ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სავარაუდო ხელფასი, სამუშაო საათების ოდენობა და სკოლის საკონტაქტო მონაცემები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება