სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ქვეყნის თავისუფლება“- გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩანახატი მიუძღვნა
26-05-2020
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, მარიამ თეგეტაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღს ჩანახატი მიუძღვნა, რომელშიც საკუთარი აზრები, განცდები და ემოციები ჩააქსოვა.

გთავაზობთ მოსწავლის ჩანახატს:

ჩემი ქვეყნის თავისუფლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისა და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

საქართველოს თავისუფლებას ბევრი სახელოვანი გმირი შეეწირა რაც, რა თქმა უნდა, უაღრესად დასაფასებელია. მათ საკუთარი სიცოცხლე გაწირეს იმისათვის, რომ დღეს თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვრა. გამოჩენილი ქართველი პოეტები და საზოგადო მოღვაწენი თავისუფლების წყურვილსა და სიყვარულს ასე გამოხატავდნენ: „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა“. საქართველოსთვის, თავისუფლების იდეალი ნიშნავს პასუხისმგებლობას ერთმანეთის, ქვეყნის, საზოგადოების წინაშე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ქვეყნისათვის 26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს ის დღეა, რომლისთვისაც თაობები იბრძოდა. ყველა ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის საფუძველი შექმნა, იბრძოლა და ნანატრი თავისუფლება მოგვიპოვა-გმირია. მართალია ვამბობთ, რომ ქვეყანა თავისუფალი და დამოუკიდებელია, თუმცა ვფიქრობ რომ ჭეშმარიტ თავისუფლებას ქვეყანა მოიპოვებს მაშინ, როედესაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაირუნებს. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვარ ამაყი უპირველესად იმიტომ, რომ დავიბადე ქვეყანაში, რომელმაც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ბევრი უბედურება, ტკივილი, სისხლი გამოიარა და დღეს ისევ მყარად დგას ფეხზე.

თავისუფლება ნიჭია, ღვთით ბოძებული ნიჭი, რომელიც ჩვენში ბუნებრივად არის ჩადებული. თუმცა ისევ როგორც ნებისმიერ ნიჭს, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანს, ამ ნიჭსაც სჭირდება დაცვა. ჩვენი უპირველესი მოვალეობა კი, მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირსეულად შენარჩუნებაა.

                                                        გალავნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ თეგეტაშვილი.
              


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება