სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N119 სკოლის მოსწავლეები რუსთაველის დღეებს პროექტ-გაკვეთილით - „ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ გამოეხმაურნენ
25-05-2020
-
+


თბილისის N119  საჯარო სკოლის მოსწავლეები რუსთაველის დღეებს პროექტ -გაკვეთილით - „ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ გამოეხმაურნენ.

„თუ ვინმეს არ ესმის, რა დიდია რუსთაველი, ეს იმას ნიშნავს, არ ესმის რა დიდია საქართველო!“ - კოსმიური სამყაროა რუსთაველი, ანტიკურობა არსებობდა იმიტომ, რომ რუსთაველი დაბადებულიყო. ევროპული იდეალია. რუსთაველმა შექმნა ეპოქა . . მან საკუთარი ენა ანუ პოეტური ენა აქცია საქართველოს ენად. გალაკტიონმა „ვეფხისტყაოსანს“ მშვიდობის წიგნი უწოდა, რომელიც ერთგვარად იქცა საუკუნეების მანძილზე განათლების წყაროდ, მისი ხალხისათვის. თბილისის N119  საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტ -გაკვეთილით - „ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ აქტიურად გამოეხმაურნენ საქართველოში გამართულ რუსთაველის დღეებს. ამიტომ კეთილი ვინებოთ, ვიცოდეთ, რა განძის პატრონები ვართ!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფრომაციაში.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნელი დვალი გახლავთ.

მათ ამ პროექტს საბავშვო მწერალი ნათია აბულაძე გამოეხმაურა.

„მოგესალმებით, ჩემო უმცროსო მეგობრებო, ჩვენ უკვე გავიცანით ერთმანეთი, როდესაც „კითხვის საათზე” მეწვიეთ... მახარებს თქვენ მიერ გამოჩენილი ინტერესი გენიალური პოემის „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ. ძალიან ყოჩაღები ხართ, არაჩვეულებრივად გაართვით თავი დისტანციური სწავლების სირთულეებს და სწორედ ამიტომ გიწვევთ კონკურსში „საუკეთესო დეკლამატორი”, სადაც შანსი გეძლევათ მოირგოთ მხატვრული კითხვის ოსტატის როლი და კიდევ უფრო მეტი ღირებული ნაწარმოები გააცოცხლოთ !!!! ჩემი უდიდესი პატივისცემა ნელი მასწავლებელს“, - მიმართა მოსწავლეებს და პედაგოგს საბავშვო მწერალმა.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები

































კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
ფიროსმანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება