სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი კულტურა ჩემი სიმდიდრეა“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
22-05-2020
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „ჩემი კულტურა ჩემი სიმდიდრეა“. პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი თეა სამხარაძეა.

„მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ რეჟიმში გვიწევს მუშაობა, ჩვენ სხვა სკოლების მსგავსად, დღევანდელი სიტუაციის შესაბამისად ვცდილობთ წარმატებით განვახორციელოთ სხვადასხვა სახის პროექტები.

სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა „მოქალაქეობის“ გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „ჩემი კულტურა ჩემი სიმდიდრეა“.

პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წარმოჩენასა და პოპულარიზაციასთან ერთად მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოზარდებში კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას, რათა მოზარდებმა გააცნობიერონ, რომ მთავარია, არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არამედ საჭიროა მათი დაცვით მომავალზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე და ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურულ ძეგლებზე, იმსჯელეს კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. გააანალიზეს, თუ რატომ არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, წარსულის პატივისცემასთან ერთად, მის აწმყოსა და მომავალზე ზრუნვაც;
მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ „კულტურული მემკვიდრეობა“ გამოხატავს კავშირს წარსულსა და მომავალს შორის და რომ მათ მემკვიდრეობად ითვლება წინაპრების დანატოვარი, რომელსაც მოვლა სჭირდება, რათა შემდგომში მათ გადასცენ მომავალ თაობებს.

დიდი მადლობა მეშვიდე კლასის მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისა და საინტერესო პრეზენტაციების წარმოდგენისათვის.

დღეს გთავაზობთ ანაბასისის მეშვიდე კლასის მოსწავლის ქეთათო ნებიერიძის პრეზენტაციას“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება