სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კოვიდ -19 და გარემო“ - აფხაზეთის N2 სკოლის ეკოკლუბის წევრები ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ
22-05-2020
-
+


აფხაზეთის N2 სკოლის ეკოკლუბის წევრები თემაზე - „კოვიდ -19 და გარემო“ ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სისტემაში შემავალი „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ სამმართველოს, აფხაზეთის „გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ წარმომადგენლები ონლაინ ფორმატში აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს შეხვდნენ, რომელსაც ამავე სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ქეთევან კვარაცხელია ხელმძღვანელობს. შეხვედრის თემატიკა - „კოვიდ -19 და გარემო“. ონლაინ აუდიტორიის წინაშე მინი ლექციით აფხაზეთის „გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ სპეციალისტები - ირმა თაკალანძე და მანანა უბილავა წარდგნენ, რომლებმაც დედამიწაზე, ზოგადად გარემოსადმი ადამიანის უდიერ დამოკიდებულებაზე-დანაგვიანებაზე, ვირუსებზე და ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“-თან მიმართებაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. აღნიშნულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა საინტერესო აქტუალურ თემებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ სამმართველოს, აფხაზეთის „გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ წარმომადგენლებთან. სკოლას აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ეკოკლუბის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის პედაგოგი ქეთევან კვარაცხელია, ეკოკლუბის წევრებთან ერთად წარადგენს, რომელმაც მონაწილეებს მადლობა გადაუხადა საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჯალაღონია, რომელმაც მადლიერებასთან ერთად გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი ცნობიერების ასამაღლებელი, საინფორმაციო აქტივობები ხშირად განხორციელდეს და რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩაერთოს, რაზეც ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა.  

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება