სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„12 წლის განმავლობაში თქვენ შეძელით სკოლის სასწავლო გარემოს გალამაზება, განვითარება“- ქუთაისის N12 სკოლა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
21-05-2020
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ.

„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებო!

დღეს, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, სკოლაში „ბოლო ზარი’’ მე-12 კლასელების, მათი ფერადი წარწერებით აჭრელებული პერანგების, ჟრიამულის, მხიარულების, გამოსამშვიდობებელი საღამოსა და განშორების ცრემლების გარეშე დაირეკა. არადა, როგორ ელოდით ამ დღეს! დაგეთანხმებით, რთულია დისტანციურად დაემშვიდობოთ იმ გარემოს, სადაც 12 წელი თქვენი მასწავლებლები მუხლჩაუხრელად ზრუნავდნენ თითოეული თქვენგანის თვალსაწიერის გაფართოებაზე, პიროვნებებად ჩამოყალიბებაზე, სადაც თანაკლასელებთან ერთად ერთ სასწავლო სივრცეში 12 წელი გაატარეთ. ეს დრო მალე ლამაზ მოგონებად იქცევა... გვსურს, ყველას მოგილოცოთ სკოლის დამთავრება, ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყება. 12 წლის განმავლობაში თქვენ შეძელით ქალაქ  ქუთაისის N12 სკოლის სასწავლო გარემოს გალამაზება, განვითარება, წინსვლა და წარმატება. დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე, იმედია, საგზლად გაგყვებათ თქვენი მასწავლებლების სითბო, სიყვარული, სიკეთე, სკოლაში მიღებული ცოდნა, უნარ-ჩვევები. გვჯერა, თითოეული თქვენგანი იქნებით ჩვენი სკოლის, ქვეყნის გულშემატკივარი, 21-ე საუკუნის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, ეროვნული თვითშეგნების მქონე ადამიანი. გისურვებთ წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევას, გამარჯვებას! სიყვარულით და პატივისცემით ქუთაისის N12 სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი“,- წერია მისალოც წერილში.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება