სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი სკოლის კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის“ - ჩხორიის საჯარო სკოლა XII კლასელებს ემშვიდობება
20-05-2020
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები მე-12 კლასელებს ბოლო ზარის გარეშე, თუმცა დიდი სიყვარულით აცილებენ. მათ დამამთავრებელ კლასს ემოციური წერილი მიუძღვნეს:

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო!!! სკოლის პერიოდი ხომ ყველაზე ბედნიერი მონაკვეთია თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. რაღაც პატარა სამყაროში რომ ცხოვრობ და კლასის ამბები რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გგონია. ცდილობ წარმოიდგინო, რა კარგია გახდე დიდი, მაგრამ როცა დგება დრო ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობებისა, გენანება, ამასთანავე, გიხარია ახალ საფეხურზე გადაბიჯება.

ალბათ, ბევრჯერ გიოცნებიათ ცისარტყელას ფერებში მოხატულ თეთრ პერანგებზე, იმ დღეზე, როცა თქვენთვის აწკრიალდებოდა ბოლო ზარი... დასანანია, რომ დღეს ეს ასე არ მოხდა. მართალია, დროს ვერაფერი შეაჩერებს, ეს ყველაფერი გადაივლის და ისევ თავაწყვეტილი სრბოლით გაგრძელდება წუთისოფლის ტრიალი. ჩვენთვის ტკბილ მოგონებად დარჩება თქვენთან გატარებული წლები. ვიცი, რომ არაერთხელ მოგენატრებათ სკოლა, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა და როცა მოგინდებათ ყველაზე ლამაზი დღეები ხელმეორედ განიცადოთ, დაბრუნდით ბავშვობაში და ხშირად გაიხსენეთ სიყმაწვილის ტკბილი აკვანი-მშობლიური სკოლა.

ჩვენი სკოლის კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის. შეგიძლიათ მოხვიდეთ და გვახაროთ თქვენი წარმატებები.
გვჯერა, რომ თქვენში დევს ის პოტენციალი, რომლითაც შეძლებთ ცხოვრების სწორი გზით გავლას. არ შეცდებით არჩევანში და აუცილებლად შეაღებთ უმაღლესი სასწავლებლის კარებს. იქნებით ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქენი. გისურვებთ საკუთარი შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების მაქსიმალურად გამოყენებას, ლამაზი და ბედნიერი დღეების სიმრავლეს.
დაგელოცოთ გზები სავალი!
მიყვარხართ!!!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება