სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„გვეამაყოს თქვენით“ - ტოლოშის საჯარო სკოლამ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება დისტანციურად მიულოცა
20-05-2020
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის, ტოლოშის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება დისტანციურად მიულოცა.

„ფერადი წარწერებით აჭრელებული პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი და ნაღვლიანი მასწავლებლები. ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და სინანულთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მასწავლებლებს და გული გწყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია...

ეს იყო ადრე....

ახლა ასეა...

წელს პირველად ვერ მოხერხდა თქვენი გაშვება სკოლის კედლებიდან დიდი ზეიმით, ჟრიამულით, ათას ფერებად აფეთქებული ყვავილებისა და ბუშტების ფონზე.

პირველად მოხდა ისე, რომ თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული პედაგოგი დაგემშვიდობეთ შორიდან, დისტანციურად, პირველად თქვენთვის დისტანციურად დაირეკა ბოლო ზარი. ამ ყველაფრის ფონზე წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ მომავალ დამოუკიდებელ ცხოვრებაში. ცხოვრების მეორე ეტაპი უფრო ნაყოფიერი ყოფილიყოს და გვეამაყოს თქვენით. გული გვწყდება რომ აღარ განმეორდება სკოლის კედლებში თქვენი ხმა... “- ასე დისტანციურად მიულოცა ტოლოშის სკოლამ თავის მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 



კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება