სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლამ მოგცათ გასაღები იმისა, თუ როგორ უნდა იყოთ წარმატებული“ - თბილისის N49 სკოლის დირექტორი XII კლასელებს წერილით ემშვიდობება
20-05-2020
-
+


თბილისის N49 საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ცაავა XII კლასელებს ემოციური წერილით მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ წელს, ეპიდემიის გამო, სკოლაში ბოლო ზარი ხალხმრავლობით არ აღინიშნა, დირექტორმა დაუვიწყარი წერილი მიუძღვნა დამამთავრებელ კლასს და ასე დაულოცა გზა.

„სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია. აქედან იწყება თვალსაწიერის გაფართოება, ახლის შეცნობა, კულტურის და ზნეობის ჩამოყალიბება.

დღეს ჩვენს სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება, თუმცა განსხვავებულად, როგორც მსოფლიოს 99% ქვეყნებში ეს ონლაინ, სკოლის შენობის მიღმა, ვირტუალურ გარემოში მოხდება, მაგრამ მაინც ბოლო ზარის განცდა ინარჩუნებს თავის აქტუალობას და მნიშვნელობას კურსდამთავრებულთა, პედაგოგთა, მშობელთა და ზოგადად საზოგადოების ცხოვრებაში.

ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული-მოსწავლეები ემშვიდობებიან მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს, უამრავი კეთილი სურვილი, თვალცრემლიანი მასწავლებლები და მოსწავლეები-ეს ხომ სიხარულის და ამავდროულად სინანულის ცრემლებია, მართალია, ამჯერად ის ეკრანის მიღმა, მაგრამ მაინც იგივე ემოციებით და გრძნობით!

უმცროსები ბოლო ზარზე ოცნებობენ, უფროსებს წარსული ახსენდებათ. ეს დღე ადამიანის ცხოვრებაში მართლაც დაუვიწყარია.

დღეს, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯს დგამენ და ვუსურვებთ, რომ ეს გზა მათ ცხოვრებაში მუდამ ია-ვარდებით ყოფილიყოს მოფენილი!!! კიდევ ერთხელ გილოცავთ, გვიყვარხართ და გვეამაყებით!!!

ძვირფასო ბავშვებო️, პედაგოგებო და მშობლებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას. ეს დღე სევდანარევ სიხარულს, ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობებას, ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას და უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს. სკოლამ მოგცათ გასაღები იმისა, თუ როგორ უნდა იყოთ წარმატებული, გამორჩეული და სასახელო ადამიანები. დარწმუნებული ვარ ლამაზი იყო თქვენი სასკოლო ცხოვრება, წინ კი უფრო საინტერესო ცხოვრება გელით... გილოცავთ!“- ასე მიმართავს სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება