სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„შექმნილმა მდგომარეობამ ნათლად დაგვანახა Izrune.ge-ს აუცილებლობა“ - ქუთაისის N10 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ხაბურძანია
20-05-2020
-
+


ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში IIბ კლასელების დამრიგებელია და ახლა, როდესაც სასწავლო პროცესი ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს, დიდი გულისტკივილით საუბრობს იმაზე, როგორ ენატრება თავისი პატარები. 


მაია ხაბურძანია ერთ-ერთი აქტიური პედაგოგი გახლავთ, რომელმაც შეძლო, შექმნილი სტრესული მდგომარეობა მოსწავლეებზე არ ასახულიყო. ყოველდღე ამხნევებს მათ, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარონ და ძალიან მალე ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება, მანამდე კი დისტანციურად ასწავლის, დისტანციურად ეფერება, ჩვენ კი Izrune.ge-ს როლსა თუ შესაძლებლობებზე გვესაუბრება კარანტინისას.



- შექმნილმა მდგომარეობამ ნათლად დაგვანახა Izrune.ge-ს აუცილებლობა... ესაა პროექტი, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ჩემი მოსწავლეების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათს, რათა შეამოწმონ საკუთარი ცოდნა და სწორად უპასუხონ დასმულ კითხვებს. წარმოიდგინეთ, მშობლებსაც კი აფრთხილებენ, რომ არ დაეხმარონ...  Izrune.ge ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა, მოსწავლეებმა შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. ტესტირების შემდეგ კი მიზიარებენ შთაბეჭდილებებს, ცდილობენ, მოიძიონ საკითხები, რომლებიც იმ მომენტში ვერ დაძლიეს და მეც მაქსიმალურად ვუდგავარ მხარში. სხვაგვარად წარმოუდგენელია.
ზოგადად, დისტანციური სწავლება გამოწვევა იყო, რომელსაც ფეხი კარგად ავუწყვეთ; გაჩნდა საჭიროება მოგვეძიებინა სხვადასხვა რესურსი და ამის აუცილებლობა განსაკუთრებით იგრძნობოდა დაწყებით კლასებში. ამიტომ ვიყენებთ სხვადასხვა პლატფორმას... მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა ახალი სკოლის მოდელშია ჩართული და მიღებული გამოცდილებაც  დამეხმარა ონლაინ-გაკვეთილების მართვაში. მშობლებიც მიდგანან მხარში - ეხმარებიან ბავშვებს, აკონტროლებენ, რომ დავალებები შეასრულონ...



- არ გაგიჭირდათ ასეთი პატარების ჩართვა დისტანციურ სწავლებაში?

- პირველ რიგში, გეტყვით, რომ მათ დისტანციურად გარკვეული დავალებების შესრულების ერთგვარი გამოცდილება უკვე ჰქონდათ სწორედ izrune.ge-ს წყალობით... თუმცა ასე მასშტაბურად ონლაინ-სწავლება რა თქმა უნდა სიახლე იყო. უჭირდათ მოსწავლეებსაც და მეც. მეუბნებოდნენ - მასწავლებელო, სკოლა გვირჩევნიაო... მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის - მეორე კლასის პროგრამა უნდა დავძლიოთ და ვფიქრობ, შედეგსაც მივაღწიეთ.

- ელოდით ასეთ ჩართულობას?

- ნამდვილად არ ველოდი ბავშვების ასეთ მონდომებას და სიმართლე გითხრათ, ვერც ის წარმომედგინა, აქტიურად  მეც თუ ჩავერთვებოდი.



- ალბათ, სკოლა და თქვენი პატარები ძალიან გენატრებათ?

- რა თქმა უნდა, მენატრება ჩემი ბავშვები, გვენატრება ჩვენი საკლასო ოთახი.

- და როგორ უმკლავდებით ამ ნოსტალგიას, როგორ ამხნევებთ ბავშვებს?

- ვეუბნები, რომ არ უნდა დაყარონ ფარ-ხმალი, ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდდება მსოფლიოც, ჩვენი ქვეყანაც და ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება..

მშობელთა კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, izrune.ge-ს დიდი ოჯახის წარმატებული წევრის - ანა ჯოხაძის განსაკუთრებულად მზრუნველმა დედამ - ხათუნა ტაბეშაძემ კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა - რომ სწორედ მაია მასწავლებლის ძალისხმევით დაძლიეს ბავშვებმა მეორე კლასის პროგრამა, ხოლო izrune.ge მოსწავლეებსაც და მშობლებსაც ძალიან დაეხმარა სახლში დარჩენის სევდა არ მიკარებოდათ:

„მაია ხაბურძანია ის ადამიანია, რომელმაც ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი გააკეთა ამ რთულ პერიოდში და ბავშვებს მისცა საფუძვლიანი ცოდნა. ვესწრებით ონლაინ-გაკვეთილებს, აქტიურად ვართ ჩართულები ყველა პლატფორმაში და განსაკუთრებით ეს ეხება Izrune.ge-ს, რომელიც მუდამ ჩვენი ბავშვების ინტერესებზეა მორგებული. izrune.ge წინა პლანზე წამოვიდა და ეს ძალიან მახარებს - სხვა ბავშვები თანატოლების შედეგებს რომ ნახულობენ, სურვილი უჩნდებათ, პროექტში ჩაერთონ. ბავშვებს უყვართ izrune.ge და ემოიციებს ვერ მალავენ, როდესაც ტესტის გავლის შემდეგ კარგი შედეგი აქვთ. უხარიათ, ემოციებს გვიზიარებენ, მასწავლებელთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და რაც მთავარია, იციან, რომ izrune.ge მათ წარმატებაზე ზრუნავს. სწორედ მაია ხაბურძანიას დამსახურებაა, ბავშვებს სკოლა და izrune.ge რომ უყვართ. ამ ყველაფერში კი მშობლების როლიც მნიშვნელოვანია - მათი მონდომება რომ არა, მხოლოდ პედაგოგი ვერაფერს გახდებოდა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მათ თავიანთ დამრიგებლებთან ერთად სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პატარა ხელებით შექმნილი სილამაზე და დიდი სიყვარულით გაფერადებული შემოდგომა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება