| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„თქვენ 21-ე საუკუნის ღირსეული მომავალი თაობა ხართ“- ამ სიტყვებით ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბურჯალიანი მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
„ნინი, ქრისტო, გიო, გიო და გოლა სკოლის დამთავრებას გილოცავთ! გილოცავთ ჩემო საყვარელო და უცნაურად გამორჩეულო ბავშვებო! ვერ ვიფიქრებდი თქვენი გაცილება მხოლოდ ამ წერილით თუ მომიხდებოდა, მაგრამ მთავარია მშვიდობა და სიყვარული შევინარჩუნოთ! ბედნიერი და ლამაზი დღეები არ მოგაკლდეთ ცხოვრების მანძილზე ჩემო უმცროსო მეგობრებო. დარწმუნებული ვარ სადაც იქნებით ყველგან გვასახელებთ, იმიტომ რომ თითოეული თქვენთაგანი მზესავით ანათებთ და ათბობთ ისეთი უნარებით, როგორიცაა სიკეთე, სიყვარული, დამოუკიდებლობა, შემოქმედებითობა, თავმდაბლობა, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა. თქვენ 21-ე საუკუნის ღირსეული მომავალი თაობა ხართ.
ვულოცავ თქვენს პედაგოგებს, მშობლებს და ყველა მე-12 კლასელს დღევანდელ დღეს!“,- აღნიშნულია სკოლის დირექტორის მისალოც წერილში.
წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება