სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგამოცდო ოთახში 10 აბიტურიენტზე მეტი არ იქნება - რა შეიცვლება ეროვნულ გამოცდაზე და რა შემთხვევაში ჩატარდება აგვისტოში?
15-05-2020
-
+


ერთ სივრცეში გამოცდების ჩატარების დროს ოთახში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება მოთავსებული - აღნიშნულის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. 

„დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს როგორც აქამდე ტარდებოდა. შესაბამისად, ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. როგორც წინა წლებში ზუსტი თარიღები ცხადდება ივნისში და ივნისში ყველას გვექნება გაცილებით უფრო მკაფიო და უკეთესი სურათი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით.

ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოში გადატანა. ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია და იქნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვასა თუ დეზინფექციის საკითხები.

იხილეთ ასევე: მე-12 კლასელს თუ არ დააკმაყოფილებს მიღებული წლიური ქულა, ამაღლების საშუალება ექნება - როგორ მოხდება შეფასება?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება