სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თხუთმეტი წუთი კომენდანტის საათამდე და მორიგი დღე სახლში“- ფოთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლის, ქეთი მარგალიტაძის ჩანახატი
14-05-2020
-
+


ფოთის N5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ქეთი მარგალიტაძემ კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი მიუძღვნა.

გთავაზობთ მოსწავლის ჩანახატს:

„თხუთმეტი წუთი კომენდანტის საათამდე და მორიგი დღე სახლში. რა გვასწავლა დღევანდელმა დღემ? მერამდენედ დაღამდა უღიმღამოდ, მერამდენედ გამოვუტყდით საკუთარ თავებს, რომ არარაობა ვართ ადამიანების გარეშე და რომ სწორედ მეგობრები და ურთიერთობები გვმატებენ ძალას ვიცხოვროთ. კარანტინის 72-ე დღე და მეათასე ფიქრი საკუთარ ცხოვრებაზე, გეგმებზე, ოცნებებზე.. ხვალ, არც კი იცი რა იქნება, ცხოვრება ან უკეთესობისკენ წავა, ან უარესობისკენ. სრულიად დამოკიდებული ხარ ან ღმერთზე, ან ბედზე, ან კიდევ რაიმე ძალაზე, რაც დაგეხმარება. კომენდანტის საათამდე კიდევ ცხრა წუთია და ათასი ფიქრი საკუთარ თავში ჩაგუბებულ სიყვარულზე. რატომ არ გავეცი მეტი სითბო? რატომ არ შევიყვარე მეტად? რატომ არ გავუღიმე უფრო ფართოდ? რატომ არ ვნახე მაშინ, როცა შემეძლო ახლა ხომ ასე არ ვინანებდი.. უადამიანო სევდამ და არგაცემული სიყვარულის მზარდმა ტკივილებმა თქვენც რომ არ დაგტანჯოთ, ახლა გამოიყენეთ შანსი. ორმაგად გაეცით სითბოცა და სიყვარულიც, დააფასეთ რაც ახლა, ამ წუთას გაქვთ და როცა ეს ყველაფერი მორჩება, როცა ადამიანებთან ხელის ჩაკიდების არ შეგეშინდებათ, როცა მივხვდებით რომ არსებობს უფრო დიდი შიში, მარტოობისა ვიდრე შიში ვირუსისა, რომელიც გკლავს, ბედნიერების პატარა მარცვალგაღვივებული ჩუმად ჩაგეცინებათ და დარწმუნდებით, რომ ადამიანს ადამიანი სჭირდება კარგად ყოფნისთვის! ახლა კი 4...3...2...1.. კომენდანტის საათის დასრულებამდე წინ კიდევ 9 საათია...“

                    ფოთის N5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ქეთი მარგალიტაძე.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება