სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიჩუმემ, მონატრების სიმძაფრე განმაცდევინა“ - ქობულეთის N3 სკოლის მოსწავლის თათია ვერულიძის „მონატრების ერთი თვე“
14-05-2020
-
+


თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე თათია ვერულიძე ჩანახატს გვიზიარებს. 

​  „დღეისათვის მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, ებრძვის უხილავ მტერს, რომელიც არავის ინდობს. ირგვლივ ყველაფერი დუმს, ქვეყანა კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს, დედამიწა თითქოს დაპაუზდა. ბუნებაც თანაუგრძნობს ადამიანებს, სევდიანად ეჭმუჭნება სახე, თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანებს ყოველთვის როდი  ესმით ბუნებისა, ამიტომაც სევდით გავსცქერი, ჩვენი სარკმლიდან მონაცრისფრო სამყაროს და სურვილი მიჩნდება, რომ ჯადოსნური ფუნჯით გავაფერადო, თუმცა ვხვდები იმასაც, რომ სამყაროს  ფერისცვალება  სიყვარულითა და ერთმანეთზე ზრუნვით არის შესაძლებელი, როგორც ამას ვაჟა-ფშაველას ცნობილი კლდე  ქადაგებს: „გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!“ და ამ სიყვარულის გრძნობით სავსეს, სურვილი მაქვს თავისუფალ გარემოში ნავარდობის, ურთიერთობების, აქტიური ცხოვრებისა. საყოველთაოდ გაბატონებულ სიჩუმეში  ძალუმად ვგრძნობ, თურმე რა ძვირფასი ყოფილა სკოლაში, მეგობრების გვერდით გატარებული თითოეული დღე, წუთი თუ საათი, ვგრძნობ, თითქოს  სკოლაც გვეძახოს, ხელს გვიქნევს დადუმებული სკოლის  დერეფნები, საკლასო ოთახები. დიდია  მონატრების განცდა, თავისუფლების წყურვილი, მაგრამ ამჯერად  გვაფრთხილებენ: „დარჩით  სახლში!“ დიახ, უნდა დავრჩეთ სახლში, ისევ ჩვენი ჯანმრთელობისა  და  სიცოცხლისათვის. სიჩუმემ, მონატრების სიმძაფრე განმაცდევინა, დროის ფასი მასწავლა, რომ დრო ყველაზე ძვირფასია და მას შინაარსიანად, საინტერესოდ თუ არ გამოიყენებ აუცილებლად დაკარგავ, მისი აღდგენა კი შეუძლებელია.                                                   
ბრძენკაცს  უთქვამს:  „ღმერთს  მიმრთავენ  შეუძლებლობისათვის,შესაძლებლობისათვის ადამიანებიც საკმარისიაო...“  სწორედ  ჩვენმა ექიმებმა იპოვეს   შეუძლებელში  შესაძლებელი  და  საკუთარი სიცოცხლის ფასად  შეძლეს  უხილავ  მტრის  თითქმის დამარცხება, ამიტომაც  უსაზღვრო მადლიერებას  ვგრძნობ  მათ  მიმართ, ისინი  ნამდვილი  გმირები  არიან,  თანამედროვეობის  გმირები, ისინი ხომ ადამიანთა სიცოცხლეს  დარაჯობენ და  საყოველთაო  განსაცდელის  ჟამს უსაზღვრო  იმედითა და რწმენით  ავსებენ, რომ  მალე  ყველაფერი  კარგად  იქნება,  სწორედ მათმა  გულისხმიერებამ   დამანახვა, რომ ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია,  რომლებიც   ჩემზე ზრუნავს,  ცხოვრებას  მილამაზებს,  საყოველთაო სიჩუმის ფონზე  მოწყენისა და  მოდუნების საშუალებას  არ  მაძლევს, ამათ  შორისაა ჩემი მასწავლებლებიც, რომელთა მიმართ უსაზღვრო მადლიერება  მაკავშირებს, რადგან ვგრძნობ, თუ რაოდენ დიდ შრომას ეწევიან ისინი ჩვენ გამო, ჩვენი ბედნიერი მომავლის გამო და ამ მადლიერების გრძნობით გამსჭვალულს მჯერა, რომ დედამიწა გაუმკლავდება ამ გამოწვევას, ისევ ახმაურდება ქუჩები, ისევ ავავსებთ სამყაროს სიყვარულით, ისევ  დაამარცხებს სიკეთე ბოროტებას, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია.“

                                                ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე თათია ვერულიძე.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება