სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მინდა გაგიზიაროთ განცდები, რომელიც დაგროვდა და ვეღარ ვიტევ...“ - ფოთის N15 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლის ჩანახატი
13-05-2020
-
+


მინდა გაგიზიაროთ ჩემი ემოციები და განცდები, რომელიც  დაგროვდა და ვეღარ ვიტევ... - მიმართავს მკითხველს ფოთის N15 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლე მარიამ საჯაია. პატარა მოსწავლე ჩანახატს მონატრებაზე აკეთებს, სადაც პანდემიით შეცვლილ რეალობაზე წერს. მისი მასწავლებელია მავლინა შამათავა.  

მარტოობის ერთი თვეც გასულა, თვე მონატრების, სიჩუმისა და მყუდროების. ვზივარ ფანჯარასთან და გავცქერი დადუმებულ ბუნებას, თითქოს ბუნებაც მარტოობამ დააღონა ჩემსავით. უცებ დავფიქრდი თუ როგორ გავატერე მარტოობის ერთი თვე, რა ვისწავლე და რა სიახლე აღმოვაჩინე ჩემში? მინდა გაგიზიაროთ ჩემი ემოციები და განცდები, რომელიც  დაგროვდა და ვეღარ ვიტევ... 

ადრე ჩემი სახლის წინ ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ღიმილით ესალმებოდნენ და საუბრობდნენ, ზოგიერთ მათგანს სამსახურში მიეჩქარებოდა, ზოგი კი ზანტი ნაბიჯებით მიუყვებოდა ბილიკს.  ვხედავდი პაწაწინა ბავშვებს რომლებიც მხიარულად თამაშობდნენ და ცელქობდნენ,  მყუდროებას ასევე არღვევდა ქუჩაში მოძრავი მანქანები.  მაშინ ამ ყველაფერზე ვწუწუნებდით და ვწუხდით დარღვეულ სიმშვიდეზე, გადატვირთულ ქუჩებზე. ახლა კი პანდემიამ თითქოს წამიერად გააჩერა დრო, წაგვართვა ყოველდღიური ჟრიამული, რომელსაც არ ვაფასებდით. 

მახსოვს ყოველ დილით როგორ მიმიწევდა გული სკოლისაკენ მეგობრების ნახვისა და სიახლეების აღმოჩენის მოლოდინში. თურმე როგორ მომნატრებია ჩემი მეგობრები, მათთან საუბარი და კამათიც სხვადასხვა თემებზე. ასევე მომენატრა მასწავლებლები, რომლებიც დაუღალავად გვიზიარებდნენ თავიანთ ცოდნას. ძნელი ყოფილა მარტოობა. სიმარტოვე  სიცარიელეა, ყველაფერი მოსაწყენია მარტოობაში, სევდა ხომ მარტოობის მეგობარია. 

უეცრად ფიქრებში გართულს ჩიტების ჭიკჭიკმა გამომაფხიზლა. ეს იმედია, რომელიც გვამცნობს მარტოობის დასასრულს. მალე  დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას და როგორც ამ ჩიტების ჭიკჭიკმა გაახალისა ბუნება, ჩვენი ყოველდღიური ჟრიამული  ისევ  გააცოცხლებს და გაალამაზებს  სამყაროს.  

მე მჯერა, ადამიანები აღარ დავუშვებთ შეცდომებს, დავაფასებთ იმას რაც გვაქვს და გავუფრთხილდებით ერთმანეთს.  ახლა კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ დედამიწის გამოჯანმრთელებას და შევინარჩუნოთ სიხალისე, ცხოვრება ხომ მშვენიერია!!!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება