სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მჭირდებით! მიყვარხართ! მენატრებით!“ - ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ჩანახატი
12-05-2020
-
+


ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქრისტინე ბოჯგუა პანდემიით შეცვლილ ცხოვრებაზე ჩანახატს აკეთებს და საკუთარ განცდებს გადმოსცემს. მასწავლებლის ჩანაწერს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

                                                                       მონატრების 1 თვე- რა გვასწავლა სიჩუმემ

მონატრებისფერი, სიყვარულისფერი დღეების ფესტივალი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში... თითქოს ისევ პირველად უნდა შევიდე საკლასო ოთახში, მოუთმენლად, გულისფანცქალით ველი მოსწავლეებთან შეხვედრას... არ მყოფნის ურთიერთობები ეკრანს მიღმა... მე თითოეული თქვენგანის გასხივოსნებული თვალები მენატრება... თვალები, რომლებიც უდიდეს ძალას მაძლევდნენ... გულწრფელი ღიმილი, რომელსაც კლასში შემოსვლისთანავე ვხედავდი... სიყვარული, რომელსაც ყოველ დღე უანგაროდ მჩუქნიდით... თუმცა, მადლობას ვუხდი და ქედს ვიხრი განათლების სამინისტროს წინაშე, რადგან მომცა შესაძლებლობა ონლაინ გაკვეთილების დროს მოვისმინო, ჩემო პატარებო, თქვენი სირინოზებივით ტკბილი ხმები... კვლავ დავინახო თქვენი ანცი, სიყვარულით სავსე თვალები... მოსწავლეებო, კოლეგებო, მშობლებო მენატრებით... ამ სიჩუმემ, გაყინულმა დედამიწამ დამანახა თითოეული თქვენგანის აუცილებლობა ჩემს ცხოვრებაში... მჭირდებით! მიყვარხართ! მენატრებით! მსურს მალე ჩაგიკრათ გულში... არ დავნებდეთ! ჩვეული მონდომებით გავაგრძელოთ მოგზაურობა ცოდნის სამყაროში. მჯერა, მალე შევხვდებით და კვლავ გაიღიმებს ჩვენი სკოლის მონატრებისფერი, სიყვარულისფერი დერეფნები. 

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება