სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მონატრების ტრაგედია“ - ფოთის N15 სკოლის მოსწავლე ნინო დარსაძე ჩანახატს გვიზიარებს
12-05-2020
-
+


ფოთის N15 საჯარო სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლემ ნინო დარსაძემ კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ რეალობას, მის გავლენას და საყვარელი ადამიანების მონატრებას ჩანახატი - „მონატრების ტრაგედია“ მიუძღვნა. 

გთავაზობთ ნინო დარსაძის ჩანახატს. 

მონატრების ტრაგედია

დრო გამირბის... დღეებს ვეღარ ვეწევი თითქოს უკან ჩამომიტოვეს. ჩემი გულიც გაუბედავი ნაბიჯების რიტმში ფეთქავს. აქ სიჩუმეა. არც ზარის გამაყრუებელი წკრიალი ისმის და არც ამაფორიაქებელი საუბარი. ყველა დუმს. ჩემი უძილობით ჩაცვენილი თვალები მზის ამოსვლას შესცქერიან, უყურებენ როგორ მოიწევს ნელ-ნელა ზევით და ცდილობს ჩაბნელებული სამყაროს განათებას. იგი ფენიქსს ჰგავს რომელიც სიკვდილისას იწვის და ფერფლიდან ახლიდან იბადება. საოცარი იყო, რა სიმშვიდით და მოთმინებით მოდიოდა და მისი სხივები ედებოდა მთელ სამყაროს. თურმე რამდენ მოვლენას ვტოვებთ ადამიანები როცა გვძინავს და კიდევ რამდენი რამ არის რის შესახებაც არაფერი ვიცით, კიდევ რამდენი რამ არის ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი. ნაზი სიო ქროდა და ხეებს ეჩურჩულებოდა თითქოს რაღაც საიდუმლოს უმხელდა. მე ვიდექი და ვუსმენდი ამ სევდის მომგვრელ სიჩუმეს, დიახ თურმე სიჩუმესაც შეიძლება მოუსმინო. მე მენატრებოდა და ეს მონატრება მაშინებდა. შორს ვიყავი, შორს საყვარელი ადამიანებისგან, შორს ბედნიერებისგან, შორს შეხებისგან, შორს საქმეებისგან. ამ სენმა დიდი გავლენა მოახდინა ადამიანებზე, თითქოს ყველა დააძინა და აღარავის აღარ ესმის შენი. მიწევს მარტო დავრჩე საკუთარ თავთან და ის ყოველდღიური სიყალბე რომელსაც ასე მიჩვეული ვიყავი უკან ჩამოვიტოვო. მძაგს ის რაც სამყარომ შემოინახა ჩემთვის. ჩვენთვის. ვცდილობ არაფრის მეშინოდეს და ვიმეორებ, რომ პანდემია ვერაფერს დაგვაკლებს. ყველაფერი დასრულდება და მერე გავალ გარეთ. მონატრებულ სახეებს დავინახავ, მონატრებულ ხელებს ჩავეჭიდები, მონატრებულ სიტყვებს მოვისმენ. მინდა მჯეროდეს, რომ ასე იქნება, რომ ამ სიჩუმისგან გავთავისუფლდები. მინდა მჯეროდეს, რომ სიყვარული ამასაც შესძლებს, ხოდა გჩუქნით ამ სიყვარულს, რომელიც ჩემში ვერ დაეტია....

                                        ფოთის N15 საჯარო სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლე ნინო დარსაძე.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება