სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვსურდა, გვეგრძნო უფრო მეტი სიყვარული ერთმანეთისადმი“ - ქობულეთის N2 საჯარო სკოლის აბიტურიენტის სევდიანი ჩანახატი
11-05-2020
-
+



გვქონდა უამრავი გეგმა თუ როგორ უნდა გაგვეტარებინა ჩვენს სკოლაში ბოლო დღე და როგორ უნდა დაგვერეკა ჩვენი სკოლის ბოლო ზარი. ვგეგმავდით ექსკურსიას საქართველოს მთიან რეგიონებში - ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თეაკო ჯაშისა და მისი თანაკლასელების გეგმები პანდემიის გამო უკვე ჩაშლილია. კიდევ რა შეცვალა კორონავირუსმა აბიტურიენტის ცხოვრებაში, იხილეთ მოსწავლის ჩანაწერში:


მონატრება სივრცითი ფენომენია. მას აქვს ძალა ადამიანთა სულში შეღწევის და მასში გაურკვეველი დროით დაბინავების. ეს გრძნობა ზოგჯერ სასიამოვნოა, ზოგჯერ კი უდიდესი სევდის მომგვრელიც. მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებს, გვქონდა უამრავი გეგმა თუ როგორ უნდა გაგვეტარებინა ჩვენს სკოლაში ბოლო დღე და როგორ უნდა დაგვერეკა ჩვენი სკოლის ბოლო ზარი. ვგეგმავდით ექსკურსიას საქართველოს მთიან რეგიონებში. გვსურდა, ერთად ყოფნის ეს შანსი მაქსიმალურად გამოგვეყენებინა და გვეგრძნო უფრო მეტი სიყვარული ერთმანეთისადმი, ვიდრე ამას აქამდე ვგრძნობდით. ყველაფრის ორგანიზებას როცა შევუდექით, სწორედ მაშინ, მსოფლიომ დროებით არსებობა შეწყვიტა.

დღეს, ისე როგორც არასდროს, სამყარო დუმს და ამ დუმილში ისმის ხმაური ადამიანთა ფიქრების. მოგვეცა თავისუფალი დრო, რომელსაც ასე ვნატობდით.ვზივართ სახლებში და ვიხსენებთ წინა თვეებს თურმე როგორი ბედნიერნი ვყოფილვართ ყოველ დილით სახლიდან გასულნი,რომ ვხვდებოდით ჩვენს მეგობრებს, ვესწრებოდით გაკვეთილებს და უბრალოდ ვტკბებოდით ყოველი წუთით. დღევანდელი რეალობა არც ისე მარტივი ასატანია, რადგან მუდმივი ერთფეროვნება აფერხებს პიროვნებათა ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებას. თუმცა ასეთ სიტუაციაშიც კი ჩვენ არ გვაქვს უფლება შევაჩეროთ სწავლა, შრომა, მუშაობა, რადგან ეს ყველაფერი წარმავალია და მალე დედამიწა ისევ შეძლებს ნათელი და მზიანი დღეების ჩუქებას, ისევ მოგვნუსხავს მისი მშვენიერებით და ისევ შევძლებთ ცხოვრების გაგრძელებას ჩვეულ რიტმში!!!

სამყარო აუცილებლად გამოცოცხლდება და ისევ ახმაურდება ქუჩები. ჩვენ კი უფრო გავიაზრებთ ურთიერთობათა მნიშვნელობას და დავაფასებთ ერთმანეთს, რადგან ამ დროის მანძილზე ყველაზე მეტად, რაც გვაკლდა ეს იყო პირდაპირი კომუნიკაციები,ხშირი და ხანგძლივი საუბრები, ქუჩაში სეირნობა, სიახლოვე და ბოლოს, ჩვენ ერთიანი ძალებით აუცილებლად გავუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევას და დავამარცხებთ
ვირუსს,რომელმაც ჩვენი ყოველდღიურობა ასე შეცვალა!!!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება